2019-01-09 12:43:56, 1830 ნახვა
სამართალი
ბელიაშვილზე ნაპოვნი ძაღლი გარდაიცვალა - შსს-მ ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
8 იანვარს ბელიაშვილის ქუჩაზე მოქალაქემ ტომარაში გახვეული ძაღლი იპოვა. ძაღლს დაზიანებები თავის არეში, სავარაუდოდ, ნაჯახით ჰქონდა მიყენებული.
ის ცხოველთა მუნიციპალურ თავშესაფარში გადაიყვანეს, სადაც ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა ვეტერინარებმა მისი გადარჩენა ვერ მოახერხეს.
როგორც "ექსპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 259-ე მუხლით, რაც ცხოველისადმი სასტიკ მოპყრობას გულისხმობს, რამაც მისი დაღუპვა ან დასახიჩრება გამოიწვია.
ცხოველის წვალება, – ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე. იგივე ქმედება, ჩადენილი: ა) ჯგუფურად; ბ) არაერთგზის; გ) მცირეწლოვნის თანდასწრებით, – ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.
ავტორი: ,