02:41 - 15 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-01-08 16:35:37, 717 ნახვა

რეგიონი
გრიპის სეზონთან დაკავშირებით, ბათუმის პირველადი ჯანდაცვის ცენტრები პაციენტებს 09:00-დან 20:00 საათამდე მოემსახურება

გრიპის სეზონთან დაკავშირებით, მოსახლეობისათვის სამედიცინო მომსახურების დროულად მიწოდების მიზნით, ბათუმის პირველადი ჯანდაცვის ცენტრები პაციენტებს 09:00 საათიდან - 20:00 საათამდე მოემსახურებიან.

მუშაობის ახალი გრაფიკი კვირის ბოლომდე შენარჩუნდება, საჭიროების შემთხვევაში მიღების საათები გახანგრძილვდება.

⤵ დაწესებულებები, სადაც მომსახურების მიღება 20:00 საათამდეა შესაძლებელი:

► შპს ,,ქ. ბათუმის N1 პოლიკლინიკა"
მისამართი: ქ. ბათუმი, ტბელ აბუსერიძის ქ. N2
☎ ტელ: (0422) 27-92-47

► შპს ,,საოჯახო მედიცინის რეგიონული ცენტრი"
მისამართი: ქ. ბათუმი, ბარათაშვილის ქ.N30
☎ ტელ: (0422) 27-73-03, ???? მობ: 595 46 27 27

►შპს ,,თამარის დასახლების საოჯახო მედიცინის ცენტრი"
მისამართი: ქ. ბათუმი, ტბეთის ქ.N4
☎ ტელ: (0422) 25-20-08

► სს „სამედიიცნო კორპორაცია ევექსის ბათუმის პოლიკლინიკა“
მისამართი: სელიმ ხიმშიაშვილის ქ. N20
???? მობ: 595 95-76-32

► შპს ,,მახინჯაურის მრავალპროფილური პოლიკლინიკა"
მისამართი: ქ. ბათუმი, თამარ მეფის III შესახვევი N17
???? მობ: 593 48-87-87

► შპს ,,ქ. ბათუმის N4 პოლიკლინიკა"
მისამართი: ქ. ბათუმი, ტაბიძის ქ. N 7
☎ ტელ: (0422) 24-0-503

► შპს ,,ხელვაჩაურის სამედიცინო ცენტრი"
მისამართი: ქ. ბათუმი, ფრიდონ ხალვაშის გამზირი ქ.#7
???? მობ: 599 23-29-88

???? აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო მოსახლეობას მოუწოდებს, გრიპის სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში დროულად მიმართოს ოჯახის ექიმს!

 

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ნიკა გვარამია მიიჩნევს, რომ პარტიები „ლელო - ძლიერი საქართველო“ და „გახარია საქართველოსთვის“ ოპოზიციურ ალიანსში უნდა მიიღონ
ქართველი მედიკოსები დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების და მათი მშობლების მხარდასაჭერად ერთიანდებიან
რუბიომ უკრაინის არმია ევროპაში ყველაზე ძლიერ არმიად მოიხსენია
კიევზე რუსეთის დარტყმას 8 ადამიანი ემსხვერპლა, 44 დაშავდა, 20 ადამიანს კი ეძებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics