|
2015-06-16 13:42:24, 407 ნახვა
საზოგადოება
შეიარაღებული ძალები გაწმენდით სამუშაოებში ახალი ძალებით ერთვება
დღეიდან სტიქიით გამოწვეული ზარალის სალიკვიდაციო სამუშაოებში საქართველოს შეიარაღებული ძალების I საარტილერიო ბრიგადის პირადი შემადგენლობა ჩაერთო. სამხედრო მოსამსახურეები დღეს დილიდან სვანიძის ქუჩის გაწმენდით სამუშაოებს ასრულებენ. საქართველოს შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები გაწმენდისა და აღდგენით სამუშაოებში პირველივე წუთებიდან მონაწილეობენ. ეროვნულ გვარდიასთან და შეირაღებული ძალების სხვა ნაწილებთან ერთად, პირველი საარტილერიო ბრიგადის პირადი შემადგენლობაც ერთ-ერთ ყველაზე რთულ ზონაში მუშაობს. გაწმენდით სამუშაოებში 50-მდე ერთეული მძიმე ტექნიკაცაა ჩართული. „დილიდან ადგილზეა ჩვენი ბრიგადის პირადი შემადგენლობა. სვანიძის ქუჩა ერთ-ერთი რთული არეალია. მზად ვართ ჩვენი შესაძლებლობების მაქსიმუმი გავაკეთოთ მოსახლეობის დასახმარებლად“ - განაცხადა I საარტილერიო ბრიგადის მეთაურმა, პოლკოვნიკმა ზურაბ თაბუკაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)