00:22 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-01-04 11:54:45, 2213 ნახვა

ეკონომიკა
ლუდის ბაზარზე მომხმარებლების ფავორიტი „ქართული ლუდის კომპანია - ზედაზენია“

„ბანკები და ფინანსების“ სოციოლოგიურმა ჯგუფმა წინასაახალწლოდ გამოკითხვა ჩაატარა, რომლის მიზანიც სხვადასხვა სფეროში მოქმედი ქართული კომპანიების პოპულარობის განსაზღვრა იყო. კითხვარი 10 ძირითად ბიზნესსექტორს მოიცავდა. ესენია: საბანკო სექტორი, სადაზღვევო სექტორი, ფარმაცევტული სექტორი, ტელეკომუნიკაციების სექტორი, ნავთობიმპორტიორთა სექტორი, სამშენებლო სექტორი, საყოფაცხოვრებო ტექნიკით მოვაჭრე კომპანიები, სწრაფი კვების რესტორნები, ქართული ლუდის კომპანიები და ღვინის ადგილობრივი მწარმოებლები.

გამოკითხვაში მონაწილეობა 1 800-მა ადამიანმა მიიღო.

ქართული ლუდის კომპანიებიდან გამოკითხვაში ბაზრის სამი ძირითადი მოთამაშე „ზედაზენი“, „კასტელი“ და „ნატახტარი“ იღებდა მონაწილეობას.  ლუდის ბაზარზე მომხმარებლების ფავორიტი „ქართული ლუდის კომპანია - ზედაზენია“. მომხმარებელთა 31,5% (567 ხმა) სწორედ „ზედზენს“ ანიჭებს უპირატესობას, მეორე „კასტელი“ 20%-ით, ხოლო მესამე ადგილს „ნატახტარი“ იკავებს ხმათა 15,7%-ით. ხმათა დარჩენილი რაოდენობა გადანაწილდა შემდეგ კომპანიებზე - “აისი”, “ყაზბეგი’, და სხვა.

შეგახსენებთ, რომ ს.ს “ქართული  ლუდის  კომპანიის“  დამფუძნებელ ბიზნეს  ჯგუფს, საქართველოს ლუდისა და უალკოჰოლო სასმელების ბაზარზე მუშობის 20 წლიანი წარმატებული გამოცდილება გააჩნია. საკუთრივ “ქართული ლუდის კომპანია - ზედაზენი” 2011 წელს დაარსდა  და 2012 წლის 2 აპრილს კი საგურამოში საზეიმოდ გაიხსნა.

 

 

(R)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
საიამ მზია ამაღლობელის პოლიტიკური ბრალდების საქმეზე სტრასბურგში მეოთხე საჩივარი წარადგინა
თბილისში კაცი დაჭრეს
„არმია იარაღს კრემლის წინააღმდეგ მიმართავს“ უკრაინასთან ომის ვეტერანმა პუტინის წინააღმდეგ სამხედრო ამბოხება იწინასწარმეტყველა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics