|
2015-06-16 11:07:41, 362 ნახვა
საზოგადოება
დევნილთა და განსახლების სამინისტროს თანამშრომლები ახალდაბის მოსახლეობას გაწმენდით სამუშაოებში დაეხმარნენ
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის მოადგილეები გრიგოლ გიორგაძე და შოთა რეხვიაშვილი გუშინ, სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად, ახალდაბაში იმყოფებოდნენ და სტიქიის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას დამეწყრილი ტერიტორიების გაწმენდა-დასუფთავებაში ეხმარებოდნენ. ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროდან აცნობეს. მათივე ცნობით, გარე სამყაროს მოწყვეტილ ახალდაბაში, სტიქიური უბედურებიდან რამდენიმე საათში, პირველები ჩავიდნენ სოზარ სუბარი, გიორგი კვირიკაშვილი და თეა წულუკიანი. მინისტრებიადგილზეგაეცნენმოსახლეობისპრობლემებს, რომლებმაც, ელექტროენერგიის აღდგენამდე, გენერატორები მოითხოვეს. მთავრობის მეთაურმა მათი ეს თხოვნა მალევე დააკმაყოფილა. ამასთან, სამინისტროს ინფორმაციით, ირაკლი ღარიბაშვილი ახალდაბელებს სოზარ სუბართან და ოთარ დანელიასთან ერთად ესტუმრა, გენერატორებიც ჩაუტანა და ექიმთაბრიგადაც ჩაუყვანა. ექიმები თეა კუპრავა და ნინო ჯოგიაშვილი ადგილობრივი მაყვალა ოქრუაშვილის სახლში დაბინავდნენ, იქვე გახსნეს მინიამბულატორია და პირველი პაციენტებიც უკვე მიიღეს. გაერომ კი ახალდაბის მოსახლეობა სასმელი წყლით მოამარაგა.
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)