11:33 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-12-31 12:56:40, 1521 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე - სამწუხაროა, რომ რეგლამენტის დარღვევით იქნა არჩეული იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე

 „სამწუხარო ფაქტი, თუმცა ეს არის უკვე შემდგარი ფაქტი, რომ რეგლამენტის დარღვევით იქნა არჩეული თავმჯდომარის პირველი მოადგილე“, - ამის შესახებ პარლამენტის თავჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ბიუროს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, ამ საკითხზე პოლემიკის გაგრძელებას აზრი არ აქვს, ვინაიდან ბიურომ საკითხი ცნობად უნდა მიიღოს.

„მე მგონი ჯობია, ამ საკითხზე პოლემიკა არ წარვმართოთ, ეს იყო სამართლებრივი განმარტება, რომელიც მოვისმინე და რომელსაც აბსოლუტურად ვიზიარებ. ვფიქრობ, ამას ალტერნატივაც არ აქვს. არის სამწუხარო ფაქტი, თუმცა ეს არის უკვე შემდგარი ფაქტი, რომ რეგლამენტის დარღვევით იქნა არჩეული თავმჯდომარის პირველი მოადგილე. იურიდიული კომიტეტი, საპროცედუროსთან ერთად უნდა იყოს ის კომიტეტი, რომელიც არის პასუხისმგებელი რეგლამენტის დაცვაზე. ეს არის სამწუხარო მოვლენა, თუმცა ბიურო არ არის უფლებამოსილი შეაფასოს ეს მოვლენა. აქედან გამომდინარე, კენჭისყრის გარეშე ვიღებთ ცნობად ამ საკითხს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

შეგახსენებთ, რომ იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ გედევან ფოფხაძე აირჩიეს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პროკურატურა – 2015 წელს მომხდარი გიორგი კვარაცხელიას განზრახ მკვლელობის საქმე გახსნილია, ორ პირს ბრალდება წარედგინება
თიბისი კამპუსი – უფასო ონლაინ განათლება სტუდენტებისთვის
ტრამპმა განაცხადა, რომ ირანზე დარტყმების შემდეგ თეირანმა შეთანხმების მიღწევა მოითხოვა
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა აზოვის ზღვაში ტანკერები დაბომბეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics