02:41 - 15 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-12-28 15:14:08, 562 ნახვა

რეგიონი
ბათუმის ბულვარში საახალწლო ბაზრობა და ინგრიდის კონცერტი გაიმართება

29-30 დეკემბერს, პირველად ბათუმის ბულვარში წინასაახალწლო-საშობაო ბაზრობა გაიმართება. ბულვარის ცენტრალური ნაწილი ორი დღის მანძილზე დისნეის ზღაპრული სამყაროს გაცოცხლების ადგილად გადაიქცევა.

საახალწლო ილუმინაციებითა და დეკორაციებით გაფორმებულ ბულვარში საახალწლო განწყობა დილიდან შეიქმნება. სპეციალურად გაფორმებული ჯადოსნური თაღის გავლით სტუმრები სასაჩუქრე ყუთებით, ფოტოსტენდებით, ლოლიპოპებით, გირლიანდებით და სხვა ულამაზესი დეკორაციებით გაფორმებულ სივრცეში მოხვდებინ, სადაც ორი დღის განმავლობაში საშუალება ექნებათ დააგემოვნონ მრავალფეროვანი სადღესასწაულო პროდუქცია, გლინტვეინი, ორცხობილები, ფრანგული დესერტი სხვა საახალწლო ნუგბარი; აგრეთვე, საგანგებოდ მორთულ ზღაპრულ საშობაო ქოხებში შესაძლებლობა ექნებათ შეიძინონ საახალწლო თემატიკის სუვენირები, ნაძვის ხის სათამაშოები და ინდივიდუალური ავტორების მიერ შესრულებული ხელნაკეთი ნივთები.

მთელი დღის განმავლობაში წინასაახალწლო-საშობაო პროგრამას კოსტიუმირებული ზღაპრის გმირები, ანიმატორები, გორგოლაჭებით მოსიარულე სანტები და საბავშვო ანიმაციური გმირები სახალისო აქტივობებით წარმოადგენენ. ბავშვებს შესაძლებლობა ექნებათ შეხვდნენ სანტას, გაანდონ წინასაახალწლო სურვილები და გადაიღონ სამახსოვრო ფოტოები. მარხილში მოკალათებული სანტა თავის მხრივ პატარებს უგემრიელესი ტკბილეულით გაუმასპინძლდება. ბულვარში შექმნილ ჯადოსნურ გარემოს მთელი დღის მანძილზე დრამერების თეატრალურ-მუსიკალური მარში გააფორმებს.

საახალწლო ბაზრობის კულმინაცია კი პოპულარული იტალიელი მომღერლის, ინგირიდის გრანდიოზული გალა კონცერტი იქნება, რომელიც 29 დეკემბერს, 20:00 საათზე დაიწყება.

მრავალი პრესტიჟული მუსიკალური ჯილდოს მფლობელი ცნობილი იტალიური წარმოშობის ფრანგულენოვანი მომღერალი მსენელის წინაშე თავისი მუსიკალური ალბომიდან ცნობილ ჰიტებს შეასრულებს.

ორი დღის განმავლობაში საზეიმოდ მოწყობილი ბულვარი ყველა ასაკის სტუმარს უმანსპინძლებს.

საახალწლო ღონისძიება ბათუმის ბულვარის ორგანიზებით იმართება. ღონისძიებებზე დასწრება უფასოა.


 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ნიკა გვარამია მიიჩნევს, რომ პარტიები „ლელო - ძლიერი საქართველო“ და „გახარია საქართველოსთვის“ ოპოზიციურ ალიანსში უნდა მიიღონ
ქართველი მედიკოსები დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების და მათი მშობლების მხარდასაჭერად ერთიანდებიან
რუბიომ უკრაინის არმია ევროპაში ყველაზე ძლიერ არმიად მოიხსენია
კიევზე რუსეთის დარტყმას 8 ადამიანი ემსხვერპლა, 44 დაშავდა, 20 ადამიანს კი ეძებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics