|
2018-12-26 16:59:21, 1136 ნახვა
საზოგადოება
„შეიქმნება საგამოძიებო ჯგუფი, რომელსაც გენპროკურორი უხელმძღვანელებს“ - ცოტნე გამსახურდია შიმშილობას წყვეტს
„ჩემთვის მთავარი პროკურორის ის დამოკიდებულება და სიტყვები, რომლებიც დღეს მოვისმინე, არის იმის გარანტია რომ ეს ყველაფერი შესრულდება და შესაბამისად მე ვწყვეტ შიმშილობას“, - ამის შესახებ საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას შვილმა, ცოტნე გამსახურდიამ მთავარ პროკურატურაში, გენერალურ პროკურორ შალვა თადუმაძესთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, შეიქმნება სპეციალური საგამოძიებო ჯგუფი, რომელსაც შალვა თადუმაძე უხელმძღვანელებს. „მე და ჩვენი ადვოკატი ამირან გიგუაშვილი შევხვდით შალვა თადუმაძეს, ვესაუბრეთ მას საქმეში არსებული ვითარების შესახებ და ამ საქმის გახსნის შესაძლო სტრატეგიებზე. გვქონდა ასევე საუბარი ჩვენს მთავარ მოთხოვნაზე - შეიქმნას საგამოძიებო ჯგუფი, რომელსაც ექნება უფლებამოსილება და კვალიფიკაცია, განახორციელოს შესაბამისი საგამოძიებო ქმედებები. იქნება ეს ქართველი თუ უცხოელი ექსპერტებით დაკომპლექტებული. თადუმაძე შეგვპირდა, რომ გააკეთებს ყველაფერს, რათა ეს ჯგუფი შეიქმნას. ის პირადად უხელმძღვანელებს ამ ჯგუფს. შემდეგი სამუშაო შეხვედრა იანვრის ბოლოს დავგეგმეთ. ჩემთვის მთავარი პროკურორის ის დამოკიდებულება და სიტყვები, რომლებიც დღეს მოვისმინე, არის იმის გარანტია რომ ეს ყველაფერი შესრულდება და შესაბამისად მე ვწყვეტ შიმშილობას“, - აღნიშნა ცოტნე გამსახურდიამ. პროკურატურის ცნობით, გენერალურმა პროკურორმა ცოტნე გამსახურდიას და მის ადვოკატს შესთავაზა მოამზადონ და წარადგინონ საგამოძიებო მოქმედებების გეგმა, რომელიც პროკურატურასთან შეთანხმებით განხორციელდება. ასევე, მათ შესაძლებლობა ექნებათ, თავიანთი სურვილისამებრ გამოძიების პროცესში ჩართონ მათი ნდობით აღჭურვილი უფლებადამცველები და ექსპერტები. ექსპრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას მკვლელობის საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით მომდევნო შეხვედრა პროკურატურაში იანვრის ბოლოს გაიმართება. შეგახსენებთ, რომ პირველი პრეზიდენტის შვილები მთავარ პროკურატურასთან თითქმის ორი კვირის განმავლობაში შიმშილობდნენ.
მაკა ბოჭორიშვილი მარკო რუბიოს მიწვევით ვაშინგტონში მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას
პირს, რომელიც გორში დედა-შვილს დაეჯახა, პატიმრობა შეეფარდა
ენერგეტიკული კოლაფსი რუსეთში: უკრაინული დარტყმების ფონზე ,,გაზპრომმა” მუშაობა შეწყვიტა
ნაუსედა: ჩვენ გვაქვს სადაზვერვო ინფორმაცია, რომ რუსეთი ლიეტუვის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს გეგმავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ოდესის სანაპიროსთან დაბომბეს გემი, რომელზეც აზერბაიჯანელები იმყოფებოდნენ
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)