|
2015-06-15 18:40:09, 373 ნახვა
საზოგადოება
ზუგდიდის გამგეობის თანამშრომლებმა თბილისში სტიქიით დაზარალებული ოჯახების დასახმარებლად თანხა შეაგროვეს
დილიდან, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის ააიპ–ი ხელმძღვანელებმა, თანამშრომლებთან ერთად, თბილისში მომხდარი სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების დასახმარებლად თანხა შეაგროვეს. როგორც „ექსპრესნიუსს“ გამგეობიდან აცნობეს, ფულადმა შემოწირულობამ 7000 ლარს გადააჭარბა. ამ თანხით მუნიციპალიტეტის გამგეობამ დაზარალებული ოჯახებისთვის პირველადი მოხმარების ყველა საჭირო ნივთი შეიძინა. მათ შორის ტელევიზორები, მაცივრები, სამზარეულოს ელექტრო მოწყობილობები, ჭურჭელი, სკამები, საბნები, ბალიშები და პლედები. გამგეობის თანამშრომლების მიერ ასევე შეგროვდა ტანსაცმელები და ფეხსაცმელები. საჭიროების შემთხვევაში ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის ყველა თანამშრომელი გამოთქვამს მზადყოფნას თბილისში სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების დასახმარებლად სხვა ღონისძიებებიც გაატაროს. „ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობა კიდევ ერთხელ ღრმა მწუხარებას გამოხატავს სტიქიის შედეგად თბილისში დატრიალებული ტრაგედიის გამო და უთანაგრძნობს ყველა დაღუპულის ოჯახს“, - ნათქვამია ზუგდიდის გამგეობის განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)