23:26 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-12-19 21:28:44, 1528 ნახვა

სამართალი
უვიზო მიმოსვლის გამოწვევების საპასუხოდ შსს-ს მიერ გაწეულ ღონისძიებებს ევროკომისია პოზიტიურად აფასებს

2018 წლის 19 დეკემბერს ევროკომისიამ ევროპარლამენტსა და საბჭოს წარუდგინა მეორე ანგარიში უვიზო მიმოსვლის ამოქმედების შემდგომ არსებული მდგომარეობის შესახებ.

ანგარიშში პოზიტიურად არის ასახული უვიზო მიმოსვლის ამოქმედების შემდეგ არსებული გამოწვევების საპასუხოდ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ განხორციელებული ღონისძიებები კერძოდ, რეადმისიის შესახებ შეთანხმების ეფექტიანი განხორციელება, ისევე როგორც საქართველოს მიერ ოპერატიული კუთხით ევროკავშირის იმ ქვეყნებთან თანამშრომლობა, რომლებშიც განსაკუთრებით პრობლემატურია არალეგალური მიგრაცია საქართველოდან.

ანგარიში დადებითად აფასებს ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით მიღწეულ პროგრესს, როგორც საქართველოში, ისე საერთაშორისო დონეზე. საპოლიციო თანამშრომლობის მიმართულებით ხაზგასმულია პოლიციის ატაშეების როლი ევროკავშირის წევრ ქვეყნებში, Europol-თან თანამშრომლობის ფარგლებში მიღწეული პროგრესი და საქართველოს მიერ Europol-ში მეკავშირე ოფიცრის წარგზავნის მნიშვნელობა,    ასევე, დადებითად არის შეფასებული სამართალდაცვით სფეროში თანამშრომლობის შესახებ საქართველოსა და ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის გაფორმებული შეთანხმებები (ან საერთაშორისო სამმართლებრივი ბაზა).

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რუბიო: აშშ ირანისა და ლიბანის მოლაპარაკებებს ერთმანეთისგან მიჯნავს, თუმცა „ირანის ფაქტორს“ აღიარებს
ხოშტარიას მკურნალობაში მისი მკურნალი რევმატოლოგი ჩაერთვება და გასინჯავს
პუტინი გაგლოევს: ოსებს შეუძლიათ იამაყონ თავიანთი წინაპრებით
ცხინვალის „ლიდერის“ მოვალეობის შემსრულებლად რუსეთის მოქალაქე მარატ კამბოლოვი დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics