02:19 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-12-18 15:23:50, 1383 ნახვა

კომენტარი
ია მეტრეველი: დღეიდან საქართველოში სამართლიანობის აღდგენა იწყება

ბუტა რობაქიძის დედა ია მეტრეველი სასამართლოს გადაწყვეტილებას დადებითად აფასებს და აცხადებს, რომ დრეიდან ქვეყანაში სამართლიანობის აღდგენა იწყება. 

როგორც მეტრეველმა ჟურნალისტებს განაჩენის გამოცხადების შემდეგ განუცხადა, პროკურატურამ კარგად იმუშავა. 

"ძალიან სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღო მოსამართლემ. მან მიუსაჯა ყველას უმაღლესი სასჯელი რაც ეკუთნნოდათ, თუმცა ამნისტიის მუხლები შეეხოთ და შეუმცირდათ სასჯელები, რის საფუძველზეც თითოეულს დაახლოებით 5 წელი გამოუვიდა. ცოტაა მათთვის ეს სასჯელი, მაგრამ ამაზეც კმაყოფილი ვარ. უნდა გამოსცადონ ის რაც ეკუთვნით, რადგან მთელი ეს წლები მშვენივრად დასეირნობდნენ ჰაერზე და ჩემი შვილი მიწაშია. ძალიან კარგად მიიღეს ეს სასჯელი. მიმაჩნია, რომ დღეიდან საქართველოში სამართლიანობის აღდგენა იწყება", - განაცხადა ია მეტრეველმა. 

ცნობისთვის, ბუტა რობაქიძის საქმეზე სასამართლომ ყველა ბრალდებულის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პუტინს აცნობეს ბენზინის წარმოების სწრაფად გაზრდის შეუძლებლობის შესახებ
რუბიო: აშშ ირანისა და ლიბანის მოლაპარაკებებს ერთმანეთისგან მიჯნავს, თუმცა „ირანის ფაქტორს“ აღიარებს
ხოშტარიას მკურნალობაში მისი მკურნალი რევმატოლოგი ჩაერთვება და გასინჯავს
პუტინი გაგლოევს: ოსებს შეუძლიათ იამაყონ თავიანთი წინაპრებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics