10:44 - 13 May, 2026
|
2015-06-15 16:16:31, 357 ნახვა
საზოგადოება
თავდაცვის უწყების ხელმძღვანელებმა ტრაგედიის ადგილი გვირგვინით შეამკეს
თავდაცვის უწყების წარმომადგენლებმა სტიქიის შედეგად დაღუპულთა ხსოვნას პატივი კიდევ ერთხელ მიაგეს. თავდაცვის მინისტრის მოადგილე ბესიკ ლოლაძემ, გენერალური შტაბის უფროსის მოადგილეებთან და სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელ პირებთან ერთად ტრაგედიის ადგილი გვირგვინით შეამკო. თავდაცვის უწყების მაღალჩინოსნებმა მომხდარის გამო მწუხარება გამოხატეს და დაღუპულთა ოჯახის წევრებს მიუსამძიმრეს. საქართველოს თავდაცვის უწყება სტიქიის შედეგად მიღებული ზარალის სალიკვიდაციო სამუშაოებშიც აქტიურად არის ჩართული. დღეს, საქართველოს შეიარაღებული ძალების სხვა ქვედანაყოფებს ეროვნული გვარდიის პირადი შემადგენლობაც შეუერთდა.
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)