16:27 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-12-12 16:17:57, 1489 ნახვა

საზოგადოება
vali.ge-ს ერთიან ბაზას „ვითიბი ბანკის" მონაცემები დაემატა

პრობლემური სესხების განულებისთვის შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე - vali.ge მონაცემები განახლდა - ერთიან ბაზას „ვითიბი ბანკის"  მონაცემები  დაემატა.

ამ დროისთვის ვებგვერდზე ატვირთულია ინფორმაცია  412 ათას 420 მსესხებლის,  695 ათას 644 სასესხო ჩანაწერის შესახებ, ჯამური დავალიანების თანხა  3,148,735,096 ლარია.
ამ ეტაპისთვის, ვებგვერდზე ატვირთულია 7 საფინანსო ორგანიზაციებიდან შეძენილი სესხები/კრედიტები:

• სს „საქართველოს ბანკი"
• სს „თიბისი ბანკი"
• სს „ლიბერთი ბანკი"
• სს „სილქ როუდ ბანკი"
• სს „ხალიკ ბანკი საქართველო"
• სს „იშბანკი საქართველო"
• სს „ვითიბი ბანკი"

შეგახსენებთ, რომ ვებგვერდზე საკუთარი მონაცემების შესამოწმებლად საჭიროა სამი მარტივი ეტაპის გავლა:

• მსესხებლის პირადი ნომრის შეყვანა;
• დაბადების დღე/თვე/წელი შეყვანა;
• უსაფრთხოების მიზნით სპეციალური გრაფის მონიშვნა.

აღნიშნული ეტაპების გავლის შემდეგ, თუ მსესხებელი იპოვის თავის მონაცემებს, ეს ნიშნავს, რომ მას 15 დეკემბრიდან 31 დეკემბრის პერიოდში გაუნულდება ვებგვერდზე გამოტანილი დავალიანება.
პარალელურ რეჟიმში, ინტენსიურად მიმდინარეობს სხვა საფინანსო ორგანიზაციების მხრიდან მოწოდებული ინფორმაციის დამუშავება და უახლოეს პერიოდში, ერთიან მონაცემთა ბაზას კვლავ დაემატება  განახლებული მონაცემები.

 

(NS)
 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ნაუსედა: ჩვენ გვაქვს სადაზვერვო ინფორმაცია, რომ რუსეთი ლიეტუვის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს გეგმავს
დღეს უკრაინის სახელმწიფოებრიობის დღეა - კიევი საერთაშორისო პარტნიორებს მასპინძლობს
ზურა ჯაფარიძეს ავტომობილი დაეჯახა - პოლიტიკოსი კლინიკაშია გადაყვანილი
ქუთაისში, იოსელიანის ქუჩაზე ხარაჩო ჩამოიშალა და მუშა მოიყოლა, ის გარდაიცვალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics