16:27 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-12-12 15:16:46, 1033 ნახვა

საზოგადოება
ომბუდსმენი იუსტიციის სახლთან გამართულ აქციას ქსენოფობიურად მიიჩნევს

საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია 10 დეკემბერს იუსტიციის სახლთან გამართულ აქციას შემაშფოთებლად მიიჩნევს და მას ქსენოფობიურს უწოდებს. 

"ექსპრესნიუსი" განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„აქციის მონაწილეები უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის შეძენის დაშვებას აპროტესტებდნენ, რა დროსაც ადამიანებს, მათი ეთნიკური წარმომავლობის მიხედვით, შენობაში შესვლისას დაბრკოლებას უქმნიდნენ. აქციის მიმდინარეობისას ადგილი ჰქონდა განსხვავებული ეთნიკური წარმოშობის მქონე პირის მიმართ ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტსაც.

აღნიშნული შემთხვევა ნათელი მაგალითია, თუ როგორ შეიძლება საზოგადოების ნაწილის მხრიდან გამოხატულ დისკრიმინაციულ დამოკიდებულებებს, რასის თუ კანის ფერის გამო, ადამიანების კონკრეტული უფლებების შეზღუდვა მოჰყვეს. აქციის მონაწილეთა ქმედებები, გარდა იმისა, რომ ეწინააღმდეგება თანასწორობის პრინციპს და ხელს უწყობს ეთნიკური უმცირესობების მიმართ საზოგადოებაში უარყოფითი განწყობების წახალისებას, ასევე შეიცავს ადამიანების წინააღმდეგ ეთნიკური წარმომავლობის გამო ჩადენილი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს.

ამასთან, სახალხო დამცველის შეფასებით, აქციის მონაწილეთა ქმედება გასცდა მშვიდობიანი შეკრების ფარგლებს - საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, შეკრების ჩატარებისას აკრძალულია შენობების შესასვლელების ბლოკირება, რაც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას წარმოადგენს. აღნიშნულის გათვალისწინებით, სამართალდამცავ ორგანოებს ეკისრებოდათ ვალდებულება, პროპორციული ღონისძიებების გატარების მეშვეობით, დაუყოვნებლივ აღეკვეთათ აქციის მონაწილეთა ქმედება.

სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, სახელმწიფომ სრულად შეასრულოს დაკისრებული პოზიტიური ვალდებულება და სამართალდამცავმა ორგანოებმა მსგავს ფაქტებზე დაუყოვნებლივ მოახდინონ რეაგირება. ამასთან, აუცილებელია, რომ სავარაუდო დანაშაულის ფაქტებზე დროული და ეფექტიანი გამოძიება ჩატარდეს, მათ შორის, მოხდეს დანაშაულის სიძულვილის მოტივის იდენტიფიცირება“, - ნათქვამია ომბუდსმენის განცხადებაში. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ნაუსედა: ჩვენ გვაქვს სადაზვერვო ინფორმაცია, რომ რუსეთი ლიეტუვის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს გეგმავს
დღეს უკრაინის სახელმწიფოებრიობის დღეა - კიევი საერთაშორისო პარტნიორებს მასპინძლობს
ზურა ჯაფარიძეს ავტომობილი დაეჯახა - პოლიტიკოსი კლინიკაშია გადაყვანილი
ქუთაისში, იოსელიანის ქუჩაზე ხარაჩო ჩამოიშალა და მუშა მოიყოლა, ის გარდაიცვალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics