15:12 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-12-11 17:49:02, 841 ნახვა

საზოგადოება
მიწის რეგისტრაციის პროექტის ფარგლებში, მსოფლიო ბანკის მისიის ექსპერტებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა

მიწის სისტემური რეგისტრაციის საპილოტო პროექტის ფარგლებში მსოფლიო ბანკის მისიის ექსპერტებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა.  

მისიის წარმომადგენლებს  საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ივანე ცარციძე და მიწის სისტემური რეგისტრაციის საპილოტო  პროექტის მენეჯერი  ელენე გრიგოლია შეხვდნენ. შეხვედრაში  საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებთან ერთად საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, პროექტში ჩართული მუნიციპალიტეტებისა და კერძო კომპანიები წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. 

სამუშაო შეხვედრაზე ელენე გრიგოლიამ   საპილოტო არეალებზე დასრულებულ და მიმდინარე საველე სამუშაოებზე,   სარეგისტრაციო დოკუმენტების მოძიება-სისტემატიზაციაზე,   ხარისხის კონტროლის პროცედურებზე,  დაინტერესებული მხარეების ინფორმირებაზე და საპილოტო პროექტთან დაკავშირებულ სხვა საკითხებზე ისაუბრა.  

"დღეს პროექტში  ჩართულ მხარეებს  პროექტის შუალედური შედეგები გავაცანით და  მიწების სისტემური რეგისტრაციის მთელი ქვეყნის მასშტაბით განზოგადების ხედვა განვიხილეთ. ასევე, მოვისმინეთ ის რეკომენდაციები, რაც რეგისტრაციის სტრატეგიისა და საკანონმდებლო აქტების შემუშავების პროცესში მნიშვნელოვანია“, - აღნიშნა ელენე გრიგოლიამ.

სამუშაო შეხვედრაზე პროექტის მონიტორინგისა და შეფასების გეგმა და პროექტის საბაზისო კვლევის შედეგებიც იქნა წარმოდგენილი. შეხვედრის დასასრულს,  მხარეებმა პროექტის პრიორიტეტებზე, სამომავლო გეგმებზე და საჭირო რესურსებზე იმსჯელეს.

 

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ნაუსედა: ჩვენ გვაქვს სადაზვერვო ინფორმაცია, რომ რუსეთი ლიეტუვის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს გეგმავს
დღეს უკრაინის სახელმწიფოებრიობის დღეა - კიევი საერთაშორისო პარტნიორებს მასპინძლობს
ზურა ჯაფარიძეს ავტომობილი დაეჯახა - პოლიტიკოსი კლინიკაშია გადაყვანილი
ქუთაისში, იოსელიანის ქუჩაზე ხარაჩო ჩამოიშალა და მუშა მოიყოლა, ის გარდაიცვალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics