|
2018-12-07 16:15:54, 1754 ნახვა
ეკონომიკა
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის საბოლოო ვერსიას მხარი დაუჭირა
პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა საქართველოს 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის საბოლოო ვერსიას მხარი დაუჭირა. წარმოდგენილი კანონპროექტის მიხედვით, ქვეყნის ეკონომიკური ზრდა 4,5%-ით, ინფლაცია - 3%-ით, ხოლო საბიუჯეტო დეფიციტი - 2,6%-ით განისაზღვრა. 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების საპროგნოზო მაჩვენებელი 2018 წელთან შედარებით, იზრდება 422 მილიონი ლარით და 12 მლრდ 863.8 მილიონ ლარს აღწევს, ხოლო გადასახდელები 13 მილიარდ 90 მილიონი ლარით განისაზღვრა (2018 წლის ბიუჯეტთან შედარებით 630.5 მლნ ლარით მეტი). როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი კოვზანაძემ სხდომაზე აღნიშნა, ბიუჯეტის საბოლოო ვერსიაში მთავრობამ პარლამენტის წევრების შენიშვნები გაითვალისწინა. „კანონპროექტი პასუხობს იმ მოთხოვნებს, რაც წარმოდგენილი იყო. 2019 წელს 13 მილიარდ 90 მილიონი ლარი დაიხარჯება სახელმწიფო ბიუჯეტიდან. ეს ძალიან მნიშვნელოვანი თანხებია ჩვენი ქვეყნისათვის, ასეთი მაღალი მაჩვენებელი აქამდე არ გვქონია, რაც მართლაც დასაფასებელია და მას ჩვენი ხელისუფლების პირობებში მივაღწიეთ“, - განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ. მისივე თქმით, პრემიერის ინიციტივით, მომავალ წელს სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან 144 ათასი ბავშვი 50-ლარიან დახმარებას მიიღებს, ბიუჯეტში ასევე გათვალისწინებულია არაერთი მნიშვნელოვანი სოციალური დახმარება სხვადასხვა კატეგორიის მოქალაქეთათვის. „განათლებაზე, ჯანმრთელობის დაცვასა და სოციალური სფეროებზე 5 მილიარდ 562 მილიონი ლარია გამოყოფილი, რაც მთლიანი ფუნქციონალური კლასიფიკაციით გათვალისწინებული თანხების 47,2%-ს შეადგენს “, -აღნიშნა ირაკლი კოვზანაძემ.
ნაძალადევის გამგეობა: სკვერში მოზარდებმა ატრაქციონი დააზიანეს, დაშავდა 1 მოზარდი
ისწავლე საზღვარგარეთ საქართველოს ბანკის სტიპენდიით - მოსწავლეებისთვის შექმნილ საერთაშორისო პროგრამაზე მიღება მალე დაიწყება
CPJ: მოვუწოდებთ ოცნებას, შეწყვიტოს ფორმულას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის გამოძიება
პროკურატურამ ფორმულას მიმართ აღძრულ საქმეზე გამოკითხვაზე დავით ქაშიაშვილი დაიბარა
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)