|
2018-12-07 15:47:51, 1733 ნახვა
სამართალი
ადვოკატი - ხელისუფლებას მერაბიშვილის საკნიდან შესაძლო გაყვანის ეპიზოდის გამოსაძიებლად 6 თვე განესაზღვრა
„ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტმა დასვა კითხვები, რომ დაადგინოს ხელისუფლება, იყო თუ არა კავშირი მის გაყვანა-ზეწოლასა და მის მიმართ არსებულ სხვა სისხლის სამართლის საქმეებს შორის“, - ამის შესახებ ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის, ვანო მერაბიშვილის, ადვოკატმა, გიორგი ჩივიაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებთან განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, მერაბიშვილის საკნიდან გაყვანის ეპიზოდის გამოსაძიებლად ევროსაბჭოს კომიტეტი ხელისუფლებას 6 თვიან ვადას აძლევს. „როდესაც მოხდა მერაბიშვილის გაყვანა ციხიდან, მასზე იძულება ამ პერიოდში არსებობდა სხვა სისხლის სამართლის საქმეები , მერაბიშვილს გახსოვთ და ვეუბნებოდით ამას საზოგადოებამ, მოსთხოვეს, რომ უნდა მიეცა წარმოუდგენელი ჩვენება, რომელიც ბუნებაში არ არსებობდა, სააკაშვილზე საქართველოს მესამე პრეზიდენტზე და ზურაბ ჟვანიას საქმეზე და თუ ამას არ გააკეთებდა მოუწევდა ძალიან დიდ ხანს ციხეში ყოფნა. ზუსტად ამ ნაწილთან დაკავშირებით ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტმა დასვა კითხვები, რომ დაადგინოს ხელისუფლება, იყო თუ არა კავშირი მის გაყვანა-ზეწოლასა და მის მიმართ არსებულ სხვა სისხლის სამართლის საქმეებს შორის. პარალელურად, მოუწოდა ხელისუფლებას რომ მოახდინოს გამოძიება, დააიდენტიფიციროს ყველა ის პირი, ვინც მონაწილეობდა მერაბიშვილის გაყვანის ღონისძიებაში, მასზე ზეწოლის განხორციელებაზე და მოახდინოს მათი პასუხისგებაში მიცემა. ამ ყველაფრისთვის მინისტრმა კომიტეტმა საქართველოს ხელისუფლებას განუსაზღვრა მაქსიმუმ ექვსი თვე“, - განაცხადა ადვოკატმა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)