|
2018-12-07 12:40:16, 1446 ნახვა
სამართალი
ომბუდსმენი - ხორავას ქუჩის საქმეზე რიგი აუცილებელი და გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედებები არ ჩატარებულა
საქართველოს სახალხო დამცველმა 2018 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა მდგომარეობის შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. ომბუდსმენის ანგარიშში სხვა საკითხებთან ერთად საუბარია სიცოცხლის უფლებაზე და ქვეყანაში ამ კუთხით გამოვლენილ პრობლემებზე. ანგარიშში ყურადღება გამახვილებულია ორ კონკრეტულ საქმეზე. კერძოდ, სახალხოდამცველის შეფასებით, ხორავას ქუჩის საქმეზე რიგი აუცილებელი და გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედებები არ ჩატარებულა, ხოლო პანკისის სპეცოპერაციის საქმეზე არაერთი თხოვნის მიუხედავად, ომბუდსმენის აპარატს საქმის მასალების გაცნობის შესაძლებლობა არ ეძლევა. „სიცოცხლის ხელყოფის შემთხვევებზე სახელმწიფოს ეფექტური და სრულყოფილი გამოძიების ჩატარების განსაკუთრებული პასუხისმგებლობა აკისრია. საქმის მასალების შესწავლის შედეგად კი სახალხო დამცველი მივიდა დასკვნამდე, რომ არ ჩატარებულა მთელი რიგი აუცილებელი და გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედებები. შედეგად, დღემდე ვერ ხერხდება დანაშაულის ჩამდენი ყველა შესაძლო პირის პასუხისგებაში მიცემა. ამასთანავე, წარმოჩინდა შესაძლო დანაშაულებრივი უმოქმედობის ჩამდენ საჯარო მოხელეთა პასუხისგებაში მიცემის აუცილებლობა, თუმცა, ამ თვალსაზრისით გამოძიება არ მიმდინარეობს, შიდა მოკვლევის შედეგები კი საზოგადოებისა და სახალხო დამცველისთვის ჯერჯერობით უცნობია. ხორავას ქუჩაზე მომხდარმა მკვლელობამ გამოავლინა მნიშვნელოვანი სისტემური პრობლემები საგამოძიებო სისტემაში, რომელიც საჭიროებს სწრაფ და ეფექტურ გამოსწორებას შესაბამისი რეფორმების გატარების გზით. ზემოაღნიშნული საქმის გარდა, მნიშვნელოვანია თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეში სპეციალური ოპერაციის დროს გამოყენებული ძალის კანონიერების შესასწავლად მიმდინარე გამოძიების შედეგების გაცნობა საზოგადოებისთვის. საქართველოს სახალხო დამცველის რეკომენდაციის შემდგომ, საქართველოს პარლამენტმა 2018 წლის 19 ივლისის დადგენილებით საქართველოს მთავარ პროკურატურას გამოძიების დასრულება დაავალა. სამწუხაროდ, ამ ეტაპისთვის ძალის პროპორციულ გამოყენებასთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიება არ არის დასრულებული და სახალხო დამცველის აპარატს, არაერთი თხოვნის მიუხედავად, საქმის მასალების გაცნობის შესაძლებლობა არ ეძლევა“, - ნათქვამია სახალხო დამცველის ანგარიშში.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)