23:27 - 14 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-12-05 16:41:32, 481 ნახვა

რეგიონი
თორნიკე რიჟვაძემ USAID-ის პროექტის ფარგლებში, ბიზნესსექტორთან გამართულ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროექტის „მმართველობა განვითარებისთვის" (G4G) ფარგლებში, ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე ბიზნეს ომბუდსმენის საქმიანობა, არსებული სერვისები და საგადასახადო სისტემა მიმოიხილეს.

თორნიკე რიჟვაძე ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს მიესალმა და რეგიონის ეკონომიკურ განვითარებაში ბიზნესის როლზე და მთავრობის ხედვაზე ისაუბრა. როგორც რეგიონის ხელმძღვანელმა აღნიშნა, ბიზნესისთვის კაპიტალზე ხელმისაწვდომობის გაზრდა და მათი ინტერესების მაქსიმალური ხელშეწყობა მთავრობის მთავარი პრიორიტეტია. მისი თქმით, რეგიონულ დონეზე შესაბამისი სახელმწიფო სერვისებისა და პროგრამების არსებობა უზრუნველყოფილია. რამდენიმე თვეა საქართველოს ბიზნესომბუდსმენს თავისი წარმომადგენელი ჰყავს აჭარაში, ასევე, ადგილზეა შესაძლებელი პროგრამაში „აწარმოა საქართველოში" ჩართვა, რომლის ფარგლებში არაერთი პროექტი დაფინანსდება.

„მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს ბიზნესმენებს და საზოგადოებას ჰქონდეს ინფორმაცია არსებულ მექანიზმებზე, სახელმწიფოს ხელშეწყობის პროგრამებზე და იყოს მეტი მიმართვიანობა, მეტი აქტიურობა. ასევე, ბიზნესს და სახელმწიფოს შორის ურთიერთობა უნდა იყოს გამჭვირვალე და რეგულარული, ვინაიდან თქვენგან წამოსული ინიციატივებს ვანიჭებთ ყველაზე დიდ მნიშვნელობას“, - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.

თორნიკე რიჟვაძემ ყურადღება გაამახვილა სამართლიანი და თანმიმდევრული თამაშის წესების შემოღებაზე, რაც ხელს უწყობს მეწარმეების ინტერესის გათვალისწინებასა და დაცვას.

ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრა შემოსავლების სამსახურში გაიმართა და მას საქართველოს ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე, აჭარაში ბიზნესომბუდსმენის წარმომადგენელი ტარიელ გიორგაძე და შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის ხელმძღვანელი გიორგი ბუბუტეიშვილი ესწრებოდა. 

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ქართველი მედიკოსები დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების და მათი მშობლების მხარდასაჭერად ერთიანდებიან
რუბიომ უკრაინის არმია ევროპაში ყველაზე ძლიერ არმიად მოიხსენია
კიევზე რუსეთის დარტყმას 8 ადამიანი ემსხვერპლა, 44 დაშავდა, 20 ადამიანს კი ეძებენ
ნიუ-იორკის სასამართლომ ქართველ ნაცისტს ყასაბის სახელით ცნობილ იხეილ ჩხიკვიშვილს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics