03:56 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-12-05 15:41:48, 1584 ნახვა

პოლიტიკა
ოპოზიციურმა პარტიებმა საკონსულტაციო საბჭო შექმნეს - ისინი 3 მოთხოვნას აყენებენ

ოპოზიციური სპექტრი, ვადამდელი არჩევნების ჩატარების და საარჩევნო სისტემის შეცვლის მოთხოვნით ერთიანდება.

"ლეიბორისტული პარტიის" ოფისში გამართულ კონსულტაციებზე, ოპოზიციური პარტიების საკონსულტაციო საბჭო შეიქმნა.

როგორც გაერთიანებული ოპოზიციის "ძალა ერთობაშიას" პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე აცხადებს, ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კრიზისის ფონზე, აუცილებელია შეიცვალოს საარჩევნო სისტემა, ასევე საარჩევნო ადმინისტრაციების დაკომპლექტების წესი, რის შემდეგაც ქვეყანაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები უნდა დაინიშნოს.

"აბსოლუტურად ყველა ოპოზიციური პარტია მხარს უჭერს სამ მოთხოვნას - ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, საარჩევნო კომისიების, დაწყებული საარჩევნო კომისიიდან, საუბნო კომისიამდე, მათი დაკომპლექტების წესების ძირეული ფუნდამენტალური, სამართლიანობისკენ მიმავალი ცვლა და მესამე, პროპორციულ სისტემაზე გადასვლა. იმიტომ, რომ ამ პირობებში, საქართველო ვერც პოლიტიკურად იარსებებს, ვერც ეკონომიურად იარსებებს. რაც ყველაზე დიდი უბედურებაა, ყველა მომდევნო არჩევნები დღევანდელი ე.წ. ხელისუფლების პირობებში ემსგავსება იმ უმსგავსობას, რაც მოხდა მეორე ტურში", - განაცხადა ვაშაძემ. 

კონსულტაციებში მონაწილეობას "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი შალვა ნათელაშვილი, ედპ-ს ლიდერი ბაჩუკი ქარდავა, ”ქართველ ტრადიციონალისტთა კავშირის” თავმჯდომარე აკაკი ასათიანიც იღებდნენ.  





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics