|
2015-06-15 09:22:35, 346 ნახვა
საზოგადოება
სტიქიის შედეგად გარე სამყაროს მოწყვეტილი ახალდაბის მოსახლეობა მთავრობის წევრებმა მოინახულეს
ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი და იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენით სტიქიის შედეგად გარესამყაროს მოწყვეტილ ახალდაბის მოსახლეობის მდგომარეობას ადგილზე გაეცნენ. ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროდან აცნობეს. მათივე ცნობით, გუშინდელი სტიქიის შედეგად სოფელ ახალდაბას სერიოზული ზიანი მიადგა. ბეთანიის მონაკვეთზე ჩამოწოლილმა მეწყერმა ჩახერგა სავალი გზა და სოფელი გარე სამყაროსგან მოწყვეტილი აღმოჩნდა. ძლიერი წვიმის შედეგად მოვარდნილმა ღვარცოფმა კი დაანგრია და დატბორა სახლები. ერთი სახლი და სოფლის მაღაზია საერთოდ ღვარცოფმა წაიღო. უამრავი სახლი საცხოვრებლად აღარ გამოდგება. ამასთან, სამინისტროს ინფორმაციით, პირველი წუთებიდანვე მოხდა ვერტმფრენებით ბავშვების და ავადმყოფების ევაკუაცია. მათზე მზრუნველობა კი ვაკის გამგეობამ ითავა. სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენებით დღის განმავლობაში რამდენიმე რეისი განხორციელდა და მოსახლეობას პირველადი მოხმარების საგნები და პროდუქტები მიაწოდეს. ამ დროისთვის მოსახლეობა სასმელი წყლით და საკვები პროდუქტებით უზრუნველყოფილია, თუმცა მოსახლეობა სასწრაფო წესით გზების, ელექტროენერგიის და წყლის პრობლემის გადაჭრას ითხოვს. ვიცე-პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა მოსახლეობას მთავრობის გადაწყვეტილება გააცნო, ხვალიდან სოფელ ახალდაბის ბავშვები წყნეთის სამთავრობო რეზიდეციაში განთავსდებიან ვიდრე სტიქიის შედეგები ბოლომდე არ აღმოიფხვრება.
საქართველო ტრადიციულად ევროვიზია 2026-ის ფინალში ვერ მოხვდა
ტრამპი- სი-ს სამიტი: ჩიპების ნაცვლად, ჩინეთი ხელოვნური ინტელექტის ომს განიხილავს
CNN: წელიწადნახევრის წინ ჩაძირული რუსული გემი შესაძლოა ჩრდილოეთ კორეისკენ მიემართებოდა, რომელსაც ბირთვული რეაქტორები გადაჰქონდა
რუბიო ჩინეთში სხვა სახელით გაფრინდა, რათა თავი აერიდებინა პეკინის დაწესებული სანქციებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)