13:13 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-12-04 13:53:04, 1166 ნახვა

საზოგადოება
ფოკაში 33 წლის კაცის მკვლელობაში ბრალდებულს სახლი და მანქანები დაუწვეს

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ფოკაში, 33 წლის მამაკაცის მკვლელობაში ბრალდებულს სახლი და ავტომობილები დაუწვეს.

არსებული ინფორმაციით, მას შემდეგ რაც გარდაცვლილი პროზექტურიდან სახლში გადაასვენეს, დაახლოებით, 300-მდე მოქალაქემ, მკვლელობაში ბრალდებულის სახლს, სათავსოს და ავტომობილებს ცეცხლი წაუკიდა. მათ სცადეს ბრალდეულის ძმის სახლის დაწვაც, თუმცა სამართალდამცველებმა მათი შეჩერება შეძლეს. 

პოლიციამ შეძლო დაკავებულის ოჯახის წევრების უსაფრთხოების დაცვა, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

როგორც "ექსპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სსკ-ის 187 მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას, ჩადენილი ცეცხლის წაკიდებით, აფეთქებით ან სხვა საყოველთაოდ საშიში საშუალებით გულისხმობს. ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით 3-დან 5 წლამდე. 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პოლონეთი უკრაინას რუსეთის მხრიდან შესაძლო ცრუ დროშის ოპერაციაზე აფრთხილებს
ტრამპი: ირანის ხიდებსა და ელექტროსადგურებს დავარტყამთ, თუ მოლაპარაკებებს არ განაახლებენ
საია: ფორმულასთან დაკავშირებით სასამართლოს გადაწყვეტილება SLAPP პრეცედენტია
უკრაინამ შავ ზღვაში რუსეთის ჩრდილოვანი ფლოტის 20 გემს დაარტყა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics