|
2018-12-03 12:16:05, 1447 ნახვა
სამართალი
ნინო ლომჯრია მუსლიმი თემის სულიერი ლიდერის დაკავებას, საეჭვოდ მიიჩნევს
სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია მუსლიმი თემის სულიერი ლიდერის, მირთაგ ასადოვის მიერ საქართველოს ხელისუფლების მიმართ გამოთქმულ ბრალდებებს გამოეხმაურა. ომბუდსმენის თქმით, ასადოვის დაკავებაზე სახალხო დამცველის აპარატი ინფორმირებული იყო, თუმცა მასთან შეხვედრა არ შემდგარა. ამასთან, ლომჯარია ფიქრობს, რომ დაკავების გარემოება საკმაოდ საეჭვო იყო. მისი განმარტებით, ასადოვის მხრიდან სამართალდარღვევა არ მომხდარა. „ასადოვის დაკავებისთანავე ვიყავით ინფორმირებულები, მოგვაწოდეს ინფორმაცია. ამ ეტაპამდე არ გავსაუბრებივარ, მასთან შეხვედრის შემდგომ მეტი ინფორმაცია მექნება. რა თქმა უნდა, დაკავების გარემოება საკმაოდ საეჭვოა, როგორც ცნობილია არ ხორციელდებოდა მისი მხრიდან სამართალდარღვევა. ის მაინც ადმინისტრაციული მუხლით იყო დაკავებული. მას შემდეგ რაც შევხვდებით უფრო მეტი დეტალები გვექნება. რადგან აზერბაიჯანში დააკავეს ჯერჯერობით პირდაპირ კავშირზე და გარიგებაზე ვერაფერს ვერ ვიტყვი“, - განაცხადა ნინო ლომჯარიამ. ცნობისთვის, მუსლიმი თემის ლიდერი, რომელიც ხელისუფლებას ხშირად აკრიტიკებდა, 7 ნოემბერს წვრილმანი ხულიგნობისთვის დააკავეს და ბაქოში გადაიყვანეს. ასადოვი მომხდარის გასაჩივრებას სტრასბურგში გეგმავს. ინფორმაციას ტელეკომპანია „რუსთავი 2“ ავრცელებს.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)