|
2018-12-01 19:39:08, 1534 ნახვა
საზოგადოება
თბილისის საკრებულო - ვიდეომასალაში ნათლად ჩანს, რომ ჩვენი თანამშრომელი ჩხუბში მონაწილე პირებს აშველებს
თბილისის საკრებულო ქუთაისის აეროპორტში მომხდარ ინციდენტს ეხმაურება, რომელშიც საკრებულოს პროტოკოლის უფროსი ფიგურირებს. როგორც საკრებულოს განცხადებაშია აღნიშნული, გავრცელებულ ვიდეომასალაში ნათლად ჩანს, რომ საკრებულოს თანამშრომელი ჩხუბში მონაწილე პირებს აშველებს და ფიზიკურ შეურაცხყოფას არავის აყენებს. „გვინდა ქუთაისის აეროპორტში მომხდარ ინციდენტს გამოვეხმაუროთ, რომელშიც თბილისის საკრებულოს თანამშრომელი დავით მაჭავარიანი ფიგურირებს. პირველ რიგში აღვნიშნავთ, რომ ჩვენთვის ყოველგვარი ძალადობა, ვისი მხრიდანაც არ უნდა მოდიოდეს იგი, მიუღებელია, თუმცა უნდა ითქვას, რომ გავრცელებულ ვიდეომასალაში ნათლად ჩანს, რომ საკრებულოს თანამშრომელი ჩხუბში მონაწილე პირებს აშველებს და ფიზიკურ შეურაცხყოფას არავის აყენებს. დავით მაჭავარიანი თბილისის საკრებულოში, სხვადასხვა პოზიციებზე, 2007 წლიდან მუშაობს. იგი გაწონასწორებული, მშვიდი და წესიერი ადამიანია. ცალსახად ვაცხადებთ, რომ თბილისის საკრებულო გადაწყვეტილებას მხოლოდ კანონის შესაბამისად და არა კერძო პირების მოთხოვნებიდან გამომდინარე მიიღებს“, - ნათქვამია საკრებულოს განცხადებაში. ცნობისთვის, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელ თაკო ჩარკვიანს და მის მეუღლეს დღეს თავს დაესხნენ. გაერთიანებული ოპოზიცია თავდასხმაში ხელისუფლებას ადანაშაულებს. როგორც „ძალა ერთობაშიას“ ყოფილმა საპრეზიდენტო კანდიდატმა, გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა, ჩარკვიანის ოჯახს მიზანმიმართულად დილიდან ელოდებოდნენ აეროპორტში. „ეს დაშინების კამპანია არის მართული ე.წ. ხელისუფლების მიერ, პოლიტიკური პოლიციის, რომელიც თავის თავს სუს-ს ეძახის და მასთან შეზრდილი კრიმინალების მიერ. არავის არ ეშინია თქვენი. მინდა გითხრათ, რომ ყველა გეგმას, რაც ჩვენ დასახული გვაქვს, აუცილებლად განვახორციელებთ“, - აღნიშნა ვაშაძემ. თავდასხმაში ასევე ხელისუფლება დაადანაშაულა ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდართან დაკავშირებით 4 პირი დააკავა. გამოძიება ძალადობის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო. ასევე საქმის წარმოება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით მიმდინარეობს.
აშშ ირანს 7 საათის განმავლობაში ბომბავდა
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ირანის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა
ოდესის სანაპიროსთან დაბომბეს გემი, რომელზეც აზერბაიჯანელები იმყოფებოდნენ
აშშ-ის კონგრესი ემზადება, ტრამპს მიანიჭოს უფლებამოსილება, დააწესოს 100%-მდე ტარიფები რუსული ნავთობის მყიდველებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ოდესის სანაპიროსთან დაბომბეს გემი, რომელზეც აზერბაიჯანელები იმყოფებოდნენ
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)