01:38 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-30 17:18:06, 1166 ნახვა

პოლიტიკა
შტაინმაიერი ზურაბიშვილს: დარწმუნებული ვარ საქართველო თქვენი პრეზიდენტობის პერიოდში განვითარებას გააგრძელებს

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტმა, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა და საქართველოში გერმანიის ელჩმა, ჰუბერტ ქნირშმა, საქართველოს ახლად არჩეულ პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს მისალოცი წერილი გამოუგზავნეს.

როგორც წერილშია აღნიშნული, „დაძაბული საარჩევნო ბრძოლის შემდეგ საქართველომ დემოკრატიული არჩევანი გააკეთა".

"გულითადად გილოცავთ ამ საპასუხისმგებლო პოსტზე არჩევას. გერმანია და საქართველო ისტორიულად მჭიდროდ და მეგობრულად არიან ერთმანეთთან დაკავშირებულნი. ჩვენ აღფრთოვანებული ვართ თვითმყოფადი ქართული კულტურითა და იმ მყარი ნებით, რომლითაც თქვენი ქვეყანა ევროპულ მომავალს აშენებს.

დარწმუნებული ვარ, რომ საქართველო თქვენი პრეზიდენტობის პერიოდში წარმატებით გააგრძელებს განვითარებას დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოებრიობის მიმართულებით.

 ამ გზაზე გერმანია თქვენი სანდრო და კარგი პარტნიორი იქნება. გისურვებთ წარმატებებს თქვენ წინაშე არსებული ამოცანების შესრულებაში და მოხარული ვიქნები ახლო მომავალში ჩვენი შეხვედრით",- ნათქვამია წერილში.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics