|
2018-11-30 16:48:34, 932 ნახვა
საზოგადოება
„ჩატარებული მკურნალობა დიაგნოზის ადეკვატურია“ - პენიტენციური სამსახური მერაბიშვილის ადვოკატს პასუხობს
სპეციალური პენიტენციური სამსახური მსჯავრდებულ ივანე მერაბიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. როგორც უწყების განცხადებაშია ნათქვამი, სახალხო დამცველის მიერ მოწვეულმა დამოუკიდებელმა სამედიცინო ექსპერტმა შეიმუშავა დასკნა, რომელშიც ხაზგასმით არის აღნიშნული, რომ მსჯავრდებულ ივანე მერაბიშვილისთვის სახელმწიფოს მიერ ჩატარებული მკურნალობა დიაგნოზის ადეკვატურია, და რომ სპეციალისტების კონსულტაცია და დიაგნოსტიკური კვლევები მსჯავრდებულს ოპერატიულად უტარდებოდა. "საზოგადოებისათვის ცნობილია, რომ მიმდინარე წლის 2 ოქტომბრიდან 4 ოქტომბრამდე მსჯავრდებული ივანე მერაბიშვილი მოთავსებული იყო სამოქალაქო სექტორის კლინიკა „მედიქლაბ ჯორჯიაში“, სადაც 3 ოქტომბერს ჩატარდა ექიმთა კონსილიუმი და დაისვა ერთობლივი დიაგნოზი - ჰორნერის სინდრომი, რომლის გენეზიც, ექიმთა დიდი ნაწილის მოსაზრებით, იდიოპათიურია, ჰორნერის სინდრომის გამომწვევი გამოხატული პათოლოგია არ ვლინდება. ამასთან, გამოითქვა მოსაზრება შესაძლო მწვავე და ქრონიკული სინუსიტის შედეგად გამოწვეული ჰორნერის სინდრომის შესახებ და დამატებით რეკომენდებულ იქნა ექსტრაკრანიალური არტერიების ულტრაბგერითი გამოკვლევა. აღნიშნული გამოკვლევა რეკომენდაციის შესაბამისად ჩატარდა და პათოლოგია არ გამოვლინდა, ასევე გამოირიცხა ონკოლოგიური პათოლოგიის არსებობა. იმავე პერიოდში კლინიკაში ჩატარდა ექიმ-ტოქსიკოლოგთა კონსილიუმიც. კლინიკურ-დიაგნოსტიკური გამოკვლევების, სპეციალისტთა კონსულტაციების, მულტიპროფილური შემადგენლობის სამედიცინო კონსილიუმის დასკვნის და სისხლში გამოკვლეული ნივთიერებების რაოდენობრივი შემცველობის გათვალისწინებით, არ დადასტურდა არც მწვავე და არც ქრონიკული ეგზოგენური ინტოქსიკაცია. ტოქსიკოლოგიური მიმართულებით დამატებითი კვლევები საჭიროდ არ ჩაითვალა.
აშშ ირანს 7 საათის განმავლობაში ბომბავდა
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ირანის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა
ოდესის სანაპიროსთან დაბომბეს გემი, რომელზეც აზერბაიჯანელები იმყოფებოდნენ
აშშ-ის კონგრესი ემზადება, ტრამპს მიანიჭოს უფლებამოსილება, დააწესოს 100%-მდე ტარიფები რუსული ნავთობის მყიდველებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ოდესის სანაპიროსთან დაბომბეს გემი, რომელზეც აზერბაიჯანელები იმყოფებოდნენ
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)