10:40 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-30 15:28:58, 918 ნახვა

საზოგადოება
ვანო მერაბიშვილის ადვოკატი იუსტიციის მინისტრს მიმართავს და ყოფილი პრემიერისთვის დამატებითი გამოკვლევების ჩატარებას მოითხოვს

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ვანო მერაბიშვილის ადვოკატი გიორგი ჩივიაშვილის ინფორმაციით, სამედიცინო კვლევები, რომელიც მისი დაცვის ქვეშ ჩაუტარდა, არასაკმარისია.

როგორც ადვოკატმა განმარტა, შესაბამის განცხადებას ის სახალხო დამცველის აპარატის ექსპერტიზაზე დაყრდნობით აკეთებს. კერძოდ, ჩივიაშვილის თქმით, ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ვანო მერაბიშვილის ორგანიზმში ლიმფოციტების რაოდენობა მომატებულია, რომლის გამომწვევი მიზეზიც შესაძლოა, რაიმე ვირუსილი ინფექცია იყოს. 

ამიტომ, ქომბუდსმენის აპარატი და ყოფილი შს მინისტრის ადვოკატები იუსტიციის სამინისტროს მიმართავენ, რათა მერაბიშვილს დამატებითი გამოკვლევები, ჩაუტარდეს.

“აღმოჩნდა, რომ ივანე მერაბიშვილისთვის ჩატარებული კვლევები არ იყო სრულფასოვანი. სისხლის საერთო ანალიზში დააფიქსირა ექსპერტმა, რომ ლიმფოციტების რაოდენობა მიმდინარე წლის 1 აგვისტოდან  იქნა მომატებული, რომელიც დღემდე არ არის დაწეული. შესაბამისად, მას არ უტარდება არანაირი მკურნალობა.  მერაბიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის რთული, რომ მას სისხლში ამ ეტაპზეც აქვს მომატებული ლიმფოციტები, რაც ნიშნავს იმას, რომ მის ორგანიზმში არის ვირუსი.  ეს ვირუსი რას გამოიწვევს ერთი კვირის შემდეგ, ერთი თვის შემდეგ ან უახლოეს პერიოდში არავინ არ იცის იმიტომ, რომ კიდევ ვიმეორებ, ადამიანს, რომელიც უკვე მეექვსე თვეა, არის ცუდად, დიაგნოზი ვერ დაუსვეს“, - განაცხადა გიორგი ჩივიაშვილმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
აშშ ირანს 7 საათის განმავლობაში ბომბავდა
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ირანის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა
ოდესის სანაპიროსთან დაბომბეს გემი, რომელზეც აზერბაიჯანელები იმყოფებოდნენ
აშშ-ის კონგრესი ემზადება, ტრამპს მიანიჭოს უფლებამოსილება, დააწესოს 100%-მდე ტარიფები რუსული ნავთობის მყიდველებისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics