01:38 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-30 14:40:27, 1151 ნახვა

პოლიტიკა
ნატო-ს შტაბ-ბინაში საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესთან დაკავშირებულ საკითხებს განიხილავენ

4-5 დეკემბერს ბრიუსელში, ნატო-ს შტაბ-ბინაში ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალი გაიმართება, რომლის ფარგლებშიც 4 დეკემბერს შედგება ჩრდილოატლანტიკური საბჭოს (NAC) შეხვედრა საქართველოსა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრებთან.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე განხილული იქნება საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესთან დაკავშირებული საკითხთა სრული სპექტრი. ასევე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა შავი ზღვის რეგიონში არსებულ გამოწვევებსა და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებას.

„აღსანიშნავია, რომ 2018 წლის ივლისში ნატო-ს ბრიუსელის სამიტზე გაიმართა ჩრდილოატლანტიკური საბჭოს შეხვედრა სახელმწიფოსა და მთავრობის მეთაურების დონეზე საქართველოსა და უკრაინასთან, რომელიც რეგიონალური უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობას მიეძღვნა. მნიშვნელოვანია, რომ ნატო-ს საგარეო მინისტერიალის ფარგლებში კვლავ გაიმართება შეხვედრა საქართველოსა და უკრაინასთან. ასეთ მაღალ დონეზე საქართველოს მონაწილეობით შეხვედრების გამართვა იმის ნათელი დასტურია, რომ ალიანსი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებას და შესაბამისად, კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს საქართველოს, როგორც ასპირანტი ქვეყნის მნიშვნელობას ნატოს პოლიტიკურ დღის წესრიგში.

ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი ასევე მონაწილეობას მიიღებს 5 დეკემბერს დაგეგმილ ჩრდილატლანტიკური საბჭოს შეხვედრაში ავღანეთში მიმდინარე „მტკიცე მხარდაჭერის" მისიის (RSM) ფორმატში.  მინისტერიალის პარალელურად, გაიმართება საგარეო საქმეთა მინისტრის ორმხრივი შეხვედრები ნატო-სა და პარტნიორი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან“, - აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics