01:38 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-30 10:43:12, 989 ნახვა

პოლიტიკა
მერკელი: გერმანია თვალს ვერ დახუჭავს საქართველოში, უკრაინასა და სხვა ქვეყნებში რუსეთის ქმედებებზე

"გერმანია თვალს ვერ დახუჭავს საქართველოში, უკრაინასა და სხვა ქვეყნებში რუსეთის ქმედებებზე", - ამის შესახებ გემანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა ბერლინში გამართულ ეკონომიკურ ფორუმზე განაცხადა.

როგორც მერკლემა აღნიშნა, ქვეყნები, რომლის მეზობელიც რუსეთია, ვერ ახერხებენ ისეთ განვითარებას, როგორც ეს მათ სურთ. მაგალითად გერმანიის კანცლერმა საქართელოს ოკუპირებული რეგიონები დაასახელა.

„ჩვენ შემოგვაქვს სანქციები რუსეთს წინააღმდეგ იმითვის, რომ ცხადად ვანახოთ, რომ ქვეყნებს, მიუდეხედავად იმისა რომ ისინი რუსეთის საზღვრებთან ახლოს მდებარეობს, აქვთ დამოუკიდებლად განვითარების უფლება. ეს საერთაშორისო სამართლის საფუძველია. ხშირად მეკითხებიან არის თუ არა რუსეთთან დაახლოების შესახებლობა. მეც მინდა, რომ ასე მოხდეს, მაგრამ ჩვენ უნდა ვადევნოთ თვალი იმას, რომ ქერჩის სრუტეში მომხდარი ინციდენტის მსგავსი ქმედებები არ განმეორდეს. თუკი შეხედავთ რუსეთის სამეზობლოს, საქართველოში არის სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი, მოლდოვაში - დნესტრისპირეთი, აზერბაიჯანსა და სომხეთში - მთიანი ყარაბაღი, უკრაინაში - აღმოსავლეთ რეგიონები. ანუ არსებობს მთელი რიგი სახელმწიფოები, რომლებსაც არა აქვთ საშუალება, განვითარდნენ ისე, როგორც მათ სურთ და ჩვენ გერმანიაში ამაზე თვალს ვერ დავხუჭავთ“, - განაცხადა მერკელმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics