23:26 - 14 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-29 14:16:35, 628 ნახვა

რეგიონი
ბიბილოვი: ჩვენთვის საქართველოს არჩევნების შედეგებს მნიშვნელობა არ აქვს - თბილისის პოლიტიკა არ შეიცვლება

სამხრეთ ოსეთისთვის საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, რადგან თბილისის პოლიტიკა არ შეიცვლება, - ამის შესახებ ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა განაცხადა.

ინფორმაციას "სპუტნიკ ოსეტია" ავრცელებს. 

როგორც ბიბილოვმა აღნიშნა, ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა შესაძლოა ახალი განცხადებები გააკეთოს, თუმცა ქართული მხარის პოლიტიკა უცვლელი დარჩება.

"თვალს ვადევნებთ საქართველოში მიმდინარე არჩევნებს, თუმცა გვესმის, რომ ეს გავლენას არ მოახდენს საქართველოსა და სამხრეთ ოსეთის ურთიერთობებზე. საქართველოში არავის აქვს სურვილი სამხრეთ ოსეთთან ურთიერთობები დაალაგონ ან ხელი მოაწერონ ძალის გამოუყენებლობის შესახებ მემორანდუმს. არ ველოდებით, რომ ახალი პრეზიდენტი ჩვენს დამოუკიდებლობას აღიარებს. მან შესაძლოა ახალი განცხადებები გააკეთოს, თუმცა საერთო ჯამში პოლიტიკა უცვლელი იქნება", - განაცხადა ანატოლი ბიბილოვმა. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ქართველი მედიკოსები დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების და მათი მშობლების მხარდასაჭერად ერთიანდებიან
რუბიომ უკრაინის არმია ევროპაში ყველაზე ძლიერ არმიად მოიხსენია
კიევზე რუსეთის დარტყმას 8 ადამიანი ემსხვერპლა, 44 დაშავდა, 20 ადამიანს კი ეძებენ
ნიუ-იორკის სასამართლომ ქართველ ნაცისტს ყასაბის სახელით ცნობილ იხეილ ჩხიკვიშვილს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics