|
2018-11-29 01:19:22, 2133 ნახვა
სამართალი
შსს-მ ლაგოდეხში, „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან მომხდარ ინციდენტზე გამოძიება დაიწყო
კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ქალაქ ლაგოდეხში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით გამოძიება 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით დაიწყეს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას გულისხმობს. შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა მომხდარიდან რამდენიმე წუთში შეაჩერეს 1997 წელს დაბადებული ი.გ., რომელმაც ქალაქ ლაგოდეხში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისის მიმდებარე ტერიტორიაზე ე.წ სასტარტო იარაღიდან ჰაერში რამდენიმე გასროლა განახორციელა. პოლიციამ იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღო. „აღნიშნული პირი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების მიზნით პოლიციის განყოფილებაშია გადაყვანილი. გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში. შეგახსენებთ, გაერთიანებული ოპოზიციის ლაგოდეხის საარჩევნო შტაბის წარმომადგენელმა ნიკა ნოზაძემ განაცხადა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისს ესროლეს.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)