|
2018-11-28 22:26:17, 1137 ნახვა
პოლიტიკა
საერთო ჯამში ყველა საოლქო საარჩევნო კომისიაში შესულია 261 საჩივარი
საერთო ჯამში ყველა საოლქო საარჩევნო კომისიაში შესულია 261 საჩივარი. - ამის შესახებ ცესკოს პრეს-სპიკერმა ანა მიქელაძემ განაცხადა. „საჩივრები დაიწერა ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციებისა და საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენელთა მიერ. საოლქო საარჩევნო კომისიებში შეტანილი საჩივრების უმეტესობის ძირითადი მოთხოვნა კომისიის წევრებისათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრებაა. ასევე, ერთეულ შემთხვევებში, საარჩევნო უბანზე კენჭისყრის შედეგების გაბათილება. ყველა საჩივარს საარჩევნო ადმინისტრაცია განიხილავს კანონით დადგენილი წესითა და ვადებით. აქვე შეგახსენებთ, რომ ამ წუთებში მიმდინარეობს ავღანეთის 2 საარჩევნო უბნის ხმის დათვლის პროცედურები. შედეგები შემაჯამებელი ოქმების შედგენისთანავე ხელმისაწვდომი იქნება ცესკოს ვებ-გვერდზე. საარჩევნო ადმინისტრაცია კიდევ ერთხელ მოუწოდებს არჩევნებში ჩართულ ყველა მხარეს ხელი შეუწყონ საარჩევნო ადმინისტრაციას, რათა კომისიების მიერ მშვიდ ვითარებაში, ზუსტად აისახოს თითოეული ამომრჩევლის ნება და არ შეფერხდეს ხმის დათვლის პროცესი. 22:00 საათისთვის შემოვა პირველადი ოქმები, 23:00 საათიდან ძირითადი ოქმები და სავარაუდოდ არაუგვიანეს ღამის 02:00 საათისა, ცესკო გამოაცხადებს არჩევნების პირველად, წინასწარ შედეგებს“,-განაცხადა ანა მიქელაძემ. შეგახსენებთ, „კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო 1 975 845-მა ამომრჩეველმა, რაც საერთო რაოდენობის 56.23 %-ია. ამ რაოდენობაში არ შედის საზღვარგარეთ არჩევნებში მონაწილე ამომრჩევლების რაოდენობა. ყველაზე მაღალი აქტივობა დაფიქსირდა ქედაში - 72.72 %, ხოლო ყველაზე დაბალი აქტივობა წალკაში - 43.12 %. რაც შეეხება თბილისს, 20:00 საათის მდგომარეობით ამომრჩეველთა აქტივობამ შეადგინა 55.9%. ამომრჩეველთა აქტივობამ პრეზიდენტის არჩევნების პირველ ტურში, 20:00 საათისთვის 46.74%, (1 637 956 ამომრჩეველი) იყო. არჩევნების მეორე ტური ამომრჩეველთა მაღალი აქტივობით გამოირჩეოდა.
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)