23:15 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-28 12:52:58, 1035 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე: რუსთავში „ნაცმოძრაობის“ აქტივისტები ორმაგი მარკირებით ცდილობდნენ ხმის მიცემას

"სამწუხაროდ, "ნაციონალური მოძრაობა" და მისი ტელევიზია ცდილობენ ხელოვნურად შექმნან აგრესიული ფონი", - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემგგანაცხადა. 

კობახიძის შეფასებით, არჩევნები არსებითად მშვიდ გარემოში წარიმართება.

"სამწუხაროდ, "ნაციონალური მოძრაობა" და მისი ტელევიზია ცდილობენ ხელოვნურად შექმნან აგრესიული ფონი, რაც არის ძალიან სამწუხარო მოვლენა, თუმცა ჩვენ ამას მივეჩვიეთ ჯერ კიდევ პირველი ტურიდან და ასევე წინა არჩევნებიდან. ვიცით, რომ მათთვის ეს ძალიან რთულია, თუმცა ფორმალურად მაინც მოვუწოდებთ მაღალი პასუხისმგებლობის გამოვლენისკენ, ეს არის თითოეული ჩვენთაგანის პასუხისმგებლობა. როგორც ჩანს ამ აგრესიული ფონის შექმნის ერთერთი მიზეზი არის იმ კანონდარღვევების გადაფარვა, რომელსაც სჩადიან და ახორციელებენ "ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტები. ჩვენ გვინდა განსაკუთრებული ყურადღება გავამახვილოთ რუსთავში გამოვლენილ კანონდარღვევებზე, რომელსაც აქვს უკვე პრაქტიკულად სისტემური ხასიათი აქვს.

კერძოდ, ნაცმოძრაობის აქტივისტები, ჩამოგითვლით სახელებს და გვარებს - მერაბ კოჭლამაზიშვილი, ოთარ თულაშვილი, ეთერ მგელაძე, ირაკლი ჩინჩალაძე , გიორგი კელენჯერიძე, მანანა ჩიტაძე, ქსენია თავგორაშვილი, ხედავთ, რომ სისტემურია რეალურად ეს მოვლენა, ისინი ე.წ. ორმაგი მარკირებით ცდილობდნენ ხმის მიცემას. მე მინდა შეგახსენოთ, რომ ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული, არც მეტი, არც ნაკლები დანაშაულის ჩამდენი ყველა პირი, რომელი პარტიის წარმომადგენელიც არ უნდა იყოს ის ბუნებრივია, კანონის მთელი სიმკაცრით აგებს პასუხს. ჩვენ უკვე მივაწოდეთ ეს ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს და მოვუწოდებთ ამ ფაქტებზე დაუყოვნებლივი რეაგირებისკენ", - განაცხადა კობახიძემ. 

 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
მარნეულში ავარიას მოტოციკლის მძღოლი ემსხვერპლა
ხოშტარია: დაწყებულია ტკივილის მართვა, რამაც დიდი შვება მომცა, ბევრად უკეთ ვგრძნობ თავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics