08:59 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-26 15:07:35, 1455 ნახვა

კომენტარი
პრეზიდენტი არჩევნებზე - ჩემო თანამოქალაქეებო, არც ერთი ჯგუფი თქვენს პოზიციას არ გამოხატავს

საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის განმარტებით, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობისგან თავი იმიტომ შეიკავო, რომ კონსტიტუციის შეზღუდული უფლებები ექნებოდა.

"მე არ მგონია, რომ რომელიმე სხვა საზოგადოებაში, პრეზიდენტი, რომელთანაც არის დაპირისპირებული როგორც ძლიერი ოპოზიცია, ასევე ძლიერი სახელისუფლებო პარტია, სადმე სხვაგან, სასახლეში შესვლას კი არა, ხუთ წელს გაივლიდა აი, ამ ფონზე. იმიტომ არ ვიყარე კენჭი, რომ პირველი, კონსტიტუციურად ძალიან შეზღუდული უფლებებია და მე ხელახლა ამას ეფექტურად ვეღარ განვახორციელებდი, ეს ერთი. მეორე, ზუსტად ვიცოდი პოლიტიკური ლანდშაფტი და რა ვითარება იყო, მე ვიცოდი ეს პოლიტიკური რეალობა - უნდა ჩამდგარიყავი ან ერთ ან მეორე ბანაკში, ან უნდა ვყოფილიყავი ოცნებასთან ან უნდა ვყოფილიყავი ნაციონალურ მოძრაობასთან. და ამის გაკეთება ჩემი მხრიდან იქნებოდა პრინციპულად არასწორი ორი მიზეზით - არანაირად ჩემს პოზიციას არ გამოხატავს არც ერთი ჯგუფი, არც მეორე. არც პოლიტიკური გემოვნებით, არც სტილით, არაფრით, და მეორე, კიდევ ერთხელ ჩემო თანამოქალაქეებო, არც თქვენს პოზიციას არ გამოხატავენ ისინი და აქედან გამომდინარე, ჩემი ან ერთ ჯგუფთან ან მეორე ჯგუფთან დადგომა, არ იქნებოდა თქვენი სამსახური", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა პირველ არხთან ინტერვიუში. 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პუტინს აცნობეს ბენზინის წარმოების სწრაფად გაზრდის შეუძლებლობის შესახებ
რუბიო: აშშ ირანისა და ლიბანის მოლაპარაკებებს ერთმანეთისგან მიჯნავს, თუმცა „ირანის ფაქტორს“ აღიარებს
ხოშტარიას მკურნალობაში მისი მკურნალი რევმატოლოგი ჩაერთვება და გასინჯავს
პუტინი გაგლოევს: ოსებს შეუძლიათ იამაყონ თავიანთი წინაპრებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics