|
2018-11-25 22:56:15, 1012 ნახვა
პოლიტიკა
სერგო თეთრაძის მეუღლე - ვიყავით ძალიან ბედნიერი ოჯახი, სანამ ერთ დღეს ჩვენთან სახლში არ მოვიდნენ
თბილისში, მარჯანიშვილის მოედანზე “ქართული ოცნების” მიერ მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერი აქცია ლოზუნგით “ყველაფერი კარგად გვახსოვს - არა ნაცებს” დასრულდა. აქციის მონაწილეების თქმით, არსებობს საშიშროება, რომ ხელისუფლებაში “ნაციონალური მოძრაობა” დაბრუნდეს, ამიტომ ხმა სალომე ზურაბიშვილს უნდა მისცენ.
“გამოვიარეთ ძალიან რთული გზა. მე გახლავართ ძალიან პატიოსანი ადამიანის, პოლკოვნიკ სერგო თეთრაძის მეუღლე, რომელსაც თავისი სიმართლის დამტკიცება სიცოცხლის ფასად მოუწია. ვიყავით ძალიან ბედნიერი ოჯახი, სანამ ერთ დღეს ჩვენთან სახლში არ მოვიდნენ და ეს ბედნიერება არ დაარბიეს. წაგვართვეს ოცნება და იმედები და ამის შემდეგ 7 წელია დავდივართ მე და ჩემი შვილი სასამართლოებში და ჩვენს სიმართლეს ვამტკიცებთ. ჩემი მეუღლე იყო დასახიჩრებული. ეს წამების გზა გაიარა იმის გამო, რომ თავის ღირსებას იცავდა. ის დასახიჩრებული სხეული ახლაც თვალწინ მიდგას. მე არ მინდა საქართველოში განმეორდეს ისეთი ქმედებები, რასაც სერგო თეთრაძე და უამრავი ადამიანი შეეწირა”, - აღნიშნა სერგო თეთრაძის ცოლმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)