|
2018-11-25 22:21:55, 1042 ნახვა
პოლიტიკა
ვაკელებმა მრგვალ ბაღთან აქცია გამართეს - ვიდეო
ვაკეში, მრგვალ ბაღში ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილი აქციას მართავს. როგორც აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, ისინი ძალადობრივი რეჟიმის შესაძლო დაბრუნებას ეწინააღმდეგებიან. "მოძალადის რეაბილიტაცია და მისთვის ძალაუფლების დაბრუნება ნიშნავს, რომ ხალხზე ძალადობა დასაშვებია. მრგვალ ბაღში გაკრულია ბანერები, რომლებზეც 2004-2018 წლებში ციხეებში გარდაცვლილი პატიმრების რაოდენობა წლების მიხედვითაა ასახული. აქციის ორგანიზატორების ინფორმაციით, 2004-2011 წლებში ციხეში საქართველოს 330 000 მოქალაქე მოხვდა, დაკავებისას კი 52 ადამიანი მოკლეს. აქციის მონაწილეები თავისუფლების მოედანზე "პატრიოტთა ალიანსის" აქციაში მონაწილეობას არ აპირებენ და „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ პროტესტს დამოუკიდებლად გამოხატავენ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 28 ნოემბერს გაიმართება.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)