|
2018-11-23 15:14:32, 2189 ნახვა
სამხედრო
ლევან იზორია გიორგობას ავღანეთში ქართველ სამხედროებთან ერთად შეხვდა [ვიდეო]
მართლმადიდებლური ეკლესია დღეს წმინდა გიორგის ხსენების დღეს აღნიშნავს. საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია და შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში ქართველი მშვიდობისმყოფელებისთვის გიორგობის დღესასწაულის მისალოცად ჩავიდნენ. წმინდა დიდმოწამის ხსენების დღესთან დაკავშირებით, თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი და გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია ბაგრამის საავიაციო ბაზაზე, ქართველი სამხედროების მიერ აგებულ წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიას ეწვივნენ და ტაძარს წმინდა გიორგის სახელობის ხატი შესწირეს. მოგვიანებით ლევან იზორია ბაგრამის ბაზაზე დისლოცირებულ II ქვეითი ბრიგადის 22-ე ბატალიონის პირად შემადგენლობას შეხვდა და გიორგობის დღესასწაული მიულოცა. მან ქართველ მშვიდობისმყოფელებს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის მიერ ნაკურთხი ხატები, 90-ე ფსალმუნი და წმინდა გიორგის ცხოვრებისა და სასწაულების შესახებ ფილმი - "წინამბრძოლი" ჩაუტანა. ღონისძიების ბოლოს ლევან იზორიამ 22-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეები უწყებრივი მედლებით დააჯილდოვა. გამოჩენილ სამხედროებს თავდაცვის მინისტრის სახელით ასევე გადაეცათ მაჯის საათები. თავდაცვის სამინისტროს დელეგაცია ბაგრამის შემდეგ ქაბულში, „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის შტაბბინის ბაზაზე ჩაფრინდება და რელიგიურ დღესასწაულს IV მექანიზებული ბრიგადის ნაკრებ ასეულს მიულოცავს. იგეგმება თავდაცვის მინისტრის შეხვედრა „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის მეთაურთან, აშშ-ის არმიის გენერალთან ოსტინ სკოტ მილერთან. ავღანეთში ვიზიტს თავდაცვის სამინისტროს დელეგაცია მაზარ-ი-შარიფში დისლოცირებულ II ქვეითი ბრიგადის ნაკრებ ასეულთან შეხვედრით დაასრულებს.
(NS)
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)