22:24 - 14 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-22 15:59:32, 912 ნახვა

რეგიონი
ე.წ. საგარეო მინისტრი: აფხაზეთი შეშფოთებულია ვაზიანში სამხედრო აეროდრომის მშენებლობაზე შეთანხმების ხელმოწერით

"აფხაზეთი შეშფოთებულია საქართველოსა და აშშ-ს თავდაცვითი უწყებების მიერ ვაზიანის სამხედრო ბაზაზე სამხედრო აეროდრომის მშენებლობის შესახებ შეთანხმების ხელმოწერით", - ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა დაურ კოვემ ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეებთან შეხვედრაზე განაცხადა.

"ჟენნევის დისკუსიების მთავარი მიზანი აფხაზეთსა და საქართველოს შორის, საქართველოსა და სამხრეთ ოსეთს შორის ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმების ხელმოწერის შესაძლებლობაა. ამ კონტექსტში ჩვენ ძალიან გვაწუხებს ის ნაბიჯები, რომელსაც საქართველო დგამს ნატო-ში გაწევრიანების მიზნით. საუბარი გვაქვს ბოლო პერიოდში მიღებულ შეთანხმებაზე, რომელიც საქართველოს და აშშ-ის თავდაცვის უწყებებს შორის შედგა. მიგვაჩნია, რომ მსგავსი ქმედებები ხელს არ უწყობს რეგიონში სტაბილურობისა და უსაფრთხოების გაძლიერებას", - განაცხადა დაურ კოვემ.

მისივე თქმით, ოკუპირებულ აფხაზეთს უნდა მიეცეს საშუალება საერთაშორისო მოედნებზე თანაბბარი უფლებების წარსდგეს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ქართველი მედიკოსები დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების და მათი მშობლების მხარდასაჭერად ერთიანდებიან
რუბიომ უკრაინის არმია ევროპაში ყველაზე ძლიერ არმიად მოიხსენია
კიევზე რუსეთის დარტყმას 8 ადამიანი ემსხვერპლა, 44 დაშავდა, 20 ადამიანს კი ეძებენ
ნიუ-იორკის სასამართლომ ქართველ ნაცისტს ყასაბის სახელით ცნობილ იხეილ ჩხიკვიშვილს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics