22:25 - 14 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-22 11:01:46, 492 ნახვა

რეგიონი
ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში სრულმასშტაბიანი წვრთნა ჩატარდა

ბათუმისალექსანდრე ქართველის სახელობის საერთაშირისოაეროპორტში ფართომასშტაბიანი გეგმიური სწავლება გაიმართა. სწავლებაში მონაწილეობა მიიღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთანების“ საავიაციო უშიშროების დეპარტამენტისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის პერსონალმა, შსს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის შესაბამისმა დანაყოფმა, სახელმწიფოუსაფრთხოებისსამსახურისგანაღმვისსამსახურმა, ასევე,  სახანძრო და სამედიცინო სამსახურებმა. პრაქტიკული სწავლება აეროპორტის კონტროლირებად და არაკონტროლირებად ტერიტორიაზე გაიმართა. აღსანიშნავია, რომ აეროპორტის არაკონტროლირებად ტერიტორიაზე ფართომასშტაბიანი გეგმიური სწავლებაპირველად ჩატარდა.

სწავლების სცენარის მიხედვით განხორციელდა ხანძრის ქრობა და ასაფეთქებელი მოწყობილობის ძებნა-გაუნველვებყოფის პროცედურები.სწავლების პროცესში შეიკრიბა საავარიო-ოპერატიული ცენტრი და აეროპორტი მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადავიდა.

სწავლების მიზანია საგანგებო სიტუაციის დადგომისას დანაყოფთა საქმიანობის კოორდინირება და პერსონალის უნარ-ჩვევების დახვეწა.

სრულმასშტაბიანი პრაქტიკული სწავლების დასრულების შემდეგ გაიმართა დასკვნითი ბრიფინგი, რომელიც  ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის საავიაციო უშიშროების მენეჯერმა ირაკლი კახიძემ გამართა და სწავლების შედეგებები შეაჯამა. საქართველოს აეროპორტებში სრულმასშტაბიანი პრაქტიკული სწავლებები პერიოდულად, წელიწადში რამდენჯერმე ტარდება. 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ქართველი მედიკოსები დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების და მათი მშობლების მხარდასაჭერად ერთიანდებიან
რუბიომ უკრაინის არმია ევროპაში ყველაზე ძლიერ არმიად მოიხსენია
კიევზე რუსეთის დარტყმას 8 ადამიანი ემსხვერპლა, 44 დაშავდა, 20 ადამიანს კი ეძებენ
ნიუ-იორკის სასამართლომ ქართველ ნაცისტს ყასაბის სახელით ცნობილ იხეილ ჩხიკვიშვილს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics