|
2018-11-22 10:36:18, 479 ნახვა
რეგიონი
„ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში, შიდა ქართლში ხილის გადამმუშავებელი ახალი საწარმო ამოქმედდა
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ საღოლაშენში ხილის გადამმუშავებელი ახალი, თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი საწარმო, შპს „ხილის ქაღალდის კომპანია“ სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით შეიქმნა. საწარმოში, ჯამურად, 1,013,000 ლარამდე ინვესტიცია განხორციელდა, აქედან, 405,000 ლარი გრანტია, ხოლო 507,000 ლარი - შეღავათიანი აგროკრედიტი. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, გიორგი ხანიშვილმა ახალი საწარმო შიდა ქართლის გუბერნატორთან, გიორგი ხოჯევანიშვილთან და სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს დირექტორის მოადგილესთან, გიორგი ჯიბლაძესთან ერთად გახსნა. საწარმოს დღიურად შეუძლია 10 ტონა ნედლეულის გადამუშავება, რომლისგანაც მზადდება ისეთი პროდუქტები როგორიცაა: ტყლაპი, ჯანჯუხა და სხვადასხვა სახის ხილფაფა და მურაბა. პროდუქციის რეალიზაცია, ამ ეტაპზე, ადგილობრივ ბაზარზე მოხდება; სამომავლოდ, დაგეგმილია ექსპორტზე გატანაც. გადამმუშავებელ საწარმოში 29 ადამიანია დასაქმებული. სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს მხარდაჭერით 2019 წელს, საწარმოში დაგეგმილია სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტის - ISO 22:000 დანერგვა. აღსანიშნავია, რომ 2013 წლიდან დღემდე, სახელმწიფოს დახმარებით, „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში, 180 ახალი საწარმოს შექმნა დაფინანსდა. სახელმწიფოს ფინანსურმა მხარდაჭერამ მეწარმეებს დამატებითი ბიძგი მისცა, წარმოების განვითარება-გაფართოებისთვის. სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო ახორციელებს „ერთიან აგროპროექტს“, რომელიც გათვლილია გრძელვადიან განვითარებაზე და მისი მიზანია ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობაში კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოების სტაბილურ ზრდას, სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას.
(NS)
ქართველი მედიკოსები დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების და მათი მშობლების მხარდასაჭერად ერთიანდებიან
რუბიომ უკრაინის არმია ევროპაში ყველაზე ძლიერ არმიად მოიხსენია
კიევზე რუსეთის დარტყმას 8 ადამიანი ემსხვერპლა, 44 დაშავდა, 20 ადამიანს კი ეძებენ
ნიუ-იორკის სასამართლომ ქართველ ნაცისტს ყასაბის სახელით ცნობილ იხეილ ჩხიკვიშვილს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ქალაქებისა და დაბების წინააღმდეგ 1560-ზე მეტი დრონი გამოიყენა
კიევში დაბომბვის შედეგად, შენობის ნაწილი ჩამოინგრა - ერთი ადამიანი დაიღუპა და 30-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
დღის თემა
ახალი ამბების სააგენტო „ექსპრესნიუსის“ დაფუძნებიდან 17 წელი გავიდა - გაეცანით ჩვენს ისტორიას
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)