14:32 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-20 12:38:03, 2247 ნახვა

ეკონომიკა
პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში, ოზურგეთში ახალი სასტუმროს მშენებლობა დაიწყო

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით, 2019 წლის გაზაფხულზე, ოზურგეთში ახალი, მაღალი სტანდარტების მქონე სასტუმრო - შპს „მაგნიკა“ გაიხსნება.

ურეკი-შეკვეთილის სარეკრეაციო ზონა, სოფელ ნატანებში, 42 ნომრიანი სასტუმრო კომპლექსის მშენებლობა დაიწყო, სადაც მომხმარებელს შესაძლებლობა ექნება დაისვენოს კომფორტულ, კეთილმოწყობილ გარემოში, ადგილობრივი და უცხოელი სტუმრები მრავალფეროვანი მომსახურებით სარგებლობას შეძლებენ, კერძოდ ტერიტორიაზე განთავსებული იქნება: აუზი, გასართობი, კულტურული, სპორტულ-გამაჯანსაღებელი სივრცეები.  

პროექტის ფარგლებში, 50-ზე მეტი ადამიანის დასაქმებას შეძლებს. ამასთანავე, აღსანიშნავია რომ შპს „მაგნიკა“ სასტუმრო ინდუსტრიის განვითარების კომპონენტის ფარგლებში ფინანსური მხარდაჭერით სარგებლობს, რაც იმას ნიშნავს, რომ პირველი 2 წლის განმავლობაში აღებული სესხის საპროცენტო განაკვეთის 10%-ს სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ დაფარავს. აღნიშნული პროექტის ინვესტიციის ჯამური მოცულობა კი 7 000 000 ლარს შეადგენს. მნიშვნელოვანია, რომ ახალი სასტუმროების გახსნა ხელს შეუწყობს, როგორც ადგილობირივი მოსახლეობის დასაქმებას, ასევე საქართველოში ტურიზმის ინდუსტრიის განვითარებას. 

2018 წლის ოქტომბრის თვის მონაცემებით, „აწარმოე საქართველოში“ პროექტის ფარგლებში, სულ 2014 წლიდან მხარდაჭერილია 418 პროექტი (მოიცავს ინდუსტრიულ, სოფლის, სასტუმროს და ქონების მიმართულებებს), რომელთა ჯამური ინვესტიციის მოცულობა 1 მილიარდ ლარზე მეტია. საიდანაც კომერციული ბანკების მიერ დამტკიცებული  სესხების მოცულობა ჯამში 547 მლნ ლარზე მეტია. აღნიშნული პროექტებით სულ შეიქმნება 15,900-ზე მეტი ახალი სამუშაო ადგილი.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კობახიძე: ფოთში საფუძველს ვუყრით ახალი ნავმისადგომის მშენებლობას, უმნიშვნელოვანესია
SJC: რუსეთის მიერ ცხინვალის რეგიონის ფაქტობრივი ანექსია უფრო აგრესიულ ეტაპზე გადავიდა
„თეგეტამ“ „დეილი ჯგუფს“ საოპერაციო ლიზინგის ფარგლებში FAW-ის 50 სატვირთო ავტომობილი მიაწოდა
ბერა ივანიშვილზე დაწერილი პოსტის გამო, ნატა ფერაძე სასამართლოში დაიბარეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics