06:04 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-19 18:31:02, 1363 ნახვა

საზოგადოება
ნოდარ კერესელიძე USAID-ის სოფლის მეურნეობის ახალი პროგრამის პრეზენტაციას დაესწრო

ქუთაისის დემოკრატული ჩართულობის ცენტრში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე, ნოდარ კერესელიძე, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელთან, როლ ვილსონთან და USAID-ის მისიის დირექტორთან, პიტერ ვიბლერთან ერთად, USAID-ის სოფლის მეურნეობის ახალი პროგრამის პრეზენტაციას დაესწრო.

USAID-ის ახალი პროგრამა მობილიზებას გაუწევს USAID-ის პარტნიორ წამყვან აგრობიზნესებს, რომლებიც საკუთარ გამოცდილებას დამწყებ კომპანიებს გაუზიარებენ. აღნიშნული პარტნიორობის ფარგლებში, დაგეგმილია 3 000 სამუშაო ადგილის შექმნა, აგრობიზნესის გაყიდვების 60 მილიონი დოლარით გაზრდა და 7 მილიონი დოლარის კერძო ინვესტიციების მოზიდვა.

შეხვედრაზე ნოდარ კერესელიძემ მადლობა გადაუხადა აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს აგრარული დარგის განვითარების მიმართულებით გაწეული მხარდაჭერისთვის.

მინისტრის პირველი მოადგილის განცხადებით, ახალი პროგრამის ეფექტიანად განხორციელებისთვის, მაქსიმალურად იქნება გამოყენებული დაგროვილი გამოცდილება, რათა მომავალშიც არაერთი წარმატებული ბიზნესმოდელი შეიქმნას.

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებლის,  როლ ვილსონის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს განვითარებას. სოფლის მეურნეობის ახალი პროგრამის დაწყება საქართველოს მხარდაჭერის კიდევ ერთი დადასტურებაა.

ღონისძიების ფარგლებში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ნოდარ კერესელიძემ, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელთან, როლ ვილსონთან და USAID-ის მისიის დირექტორთან პიტერ ვიბლერთან ერთად, USAID/REAP პროექტის ფარგლებში დაფინანსებული საწარმო „ჰერბია“ დაათვალიერა.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპი: ერაყში მეტი ჯარისკაცი არ გვჭირდება
ზელენსკი: თუ პუტინი უკრაინაში წარმატებას მიაღწევს, ახალი ქვეყნების დაპყრობას შეეცდება
ტრამპი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების კანონპროექტს შესაძლოა ირანი და ჰეზბოლა დაემატოს
რუსეთმა განაცხადა, რომ საქართველო სატვირთო მანქანების გავლას ზემო ლარსის საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე ბლოკავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics