20:08 - 14 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-14 12:12:54, 611 ნახვა

რეგიონი
კავკასიური წაბლა ჯიშის მსხვილფეხა პირუტყვის მოძიება-აღდგენა დაიწყო

ევროპაში ორმაგი პროდუქტიულობის მსხვილფეხა პირუტყვის შენარჩუნება და განვითარება“ ფარგლებში, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მეცხოველეობის, ვეტერინარიის და საკვებწარმოების კვლევის დეპარტამენტის თანამშრომლებისთვის ტრენინგი ჩატარდა. FAO-ს ევროპელმა ტრენერებმა მეცხოველეობის სპეციალისტებს მსხვილფეხა პირუტყვის ჯიშობრიობის დადგენის მიმართულებით თეორიული და პრაქტიკული ცოდნა გაუზიარეს. პროექტი კავკასიური წაბლა ჯიშის მსხვილფეხა პირუტყვის მოძიებას, მისი გენეტიკური ნიმუშების აღებას და ჯიშის შესწავლას გულისხმობს.

პროექტის პირველ ეტაპზე მეცხოველობის სპეციალისტები ნინოწმინდის, ახალქალაქის, ახალციხის, დმანისის, წალკისა და დედოფლისწყაროს ფერმებს დაათვალიერებენ, სადაც კავკასიური წაბლა ჯიშის პირუტყვი ტრადიციულად იყო გავრცელებული. პირუტყვის ჯიშობრიობის დადგენის მიზნით მოხდება გენეტიკურ ნიმუშების და განაზომების აღება და ფერმერებთან ერთად კითხვარების შევსება. პროექტის მიზანი აბორიგენული ჯიშების აღდგენა და მაღალპროდუქტიული პირუტყვის წარმოებაა.

საქართველოში აღებული გენეტიკური ნიმუშები ავსტრიის ლაბორატორიაში გადაიგზავნება, სადაც ასევე დადგინდება რამდენად აქვთ კავკასიურ, სომხურ და უკრაინულ ჯიშებს ერთმანეთთან ნათესაური კავშირი და შესაძლებელია თუ არა,  ჯიშის გაუმჯობესების მიზნით, მათი შეჯვარება.

მიღებული ანალიზების შედეგად მსხვილფეხა პირუტყვის მონაცემებზე შეიქმნება კატალოგი, სადაც მის პროდუქტიულობაზე და ჯიშის მახასიათებლებზე სრული ინფორმაცია განთავსდება.

პროექტი „აღმოსავლეთ ევროპაში ორმაგი პროდუქტიულობის მსხვილფეხა პირუტყვის შენარჩუნება და განვითარება“ საქართველოში, სომხეთსა და უკრაინაში ერთობლივად მიმდინარეობს.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ნიუ-იორკის სასამართლომ ქართველ ნაცისტს ყასაბის სახელით ცნობილ იხეილ ჩხიკვიშვილს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
მარკეტა გრეგოროვა: „იმედმა“ და სხვა პროსამთავრობო არხებმა ევროპარლამენტის წესები დაარღვიეს
ტროტუარზე დგომის საბაბით ბუკა პეტრიაშვილს 3-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს
საქართველოს ბანკისა და UN Women-ის მხარდაჭერით, „ბაზარი ორბელიანზე“ მეწარმე ქალების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა გაიმართება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics