12:54 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-13 17:52:08, 1824 ნახვა

ეკონომიკა
მაჭავარიანი: გაზრდილია საინვესტიციო პროდუქციის იმპორტი, რაც კერძო სექტორის მიერ ინვესტიციების ზრდას უკავშირდება

გაზრდილია საინვესტიციო პროდუქციის იმპორტი, რაც კერძო სექტორის მიერ ინვესტიციების ზრდას უკავშირდება, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა 2019 წლის ბიუჯეტის პროექტის წარდგენისას განაცხადა.

მისი განცხადებით, ქვეყნის ეკონომიკაში მნიშვნელოვანი წვლილი აქვს საგარეო ვაჭრობის ტენდენციებს.

„აღსანიშნავია, რომ ბოლო წლებში, შეინიშნება ჩვენი პროდუქციის კონკურენტუნარიანობის ზრდა. 2017 წელს ექსპორტი 30%-მდე გაიზარდა, მიმდინარე წლის 9 თვეში ზრდა 26%-ზე მეტია. აღსანიშნავია, რომ ექსპორტის ზრდა გამოიწვია საერთაშორისო ბაზარზე საექსპორტო პროდუქციის ფასების მატებამ, თუმცა მნიშვნელოვნად არის გაზრდილი ექსპორტირებული პროდუქციის რაოდენობაც. იმპორტში ზრდა 18%-ზე მაღალია. თუმცა, ამ შემთხვევაში, ზრდა ძირითადად, გამოწვეულია იმპორტირებულ პროდუქტებზე საერთაშორისო ბაზარზე ფასების ზრდით. იმპორტის რეალური ზრდა 1 პროცენტზე ნაკლებია. იმპორტის დაბალი რეალური ზრდა, მაღალი ეკონომიკური ზრდის პირობებში, მაშინ როდესაც რეალური ექსპორტი მაღალი ტემპებით იზრდება - ეს არის დასტური იმისა, რომ იზრდება ქართული პროდუქციის საერთაშირისო კონკურენტუნარიანობა", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა. 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პენიტენციურის უფროსი: პროცესი, რაც მიმდინარეობს, უკვე აბსურდის თეატრს ემსგავსება
მედვედევი: NATO-მ ტარანად გამოიყენა საქართველო, უკრაინა, იგივე ხდება მოლდოვაში, სომხეთში
Reuters: უკრაინის თავდასხმის შედეგად, მოსკოვის ნავთობქარხანა წელს ვეღარ იმუშავებს
Rádio Caracol: ვენესუელაში მიწისძვრამ უზარმაზარი ზიანი მიაყენა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics