01:33 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-11 12:03:25, 1186 ნახვა

საზოგადოება
კახა კალაძე ქართველი „ბორჯღალოსნების“ საგულშემატკივროდ პირველი რესპუბლიკის მოედანზე იმყოფებოდა

თბილისის მერი კახა კალაძე საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების საგულშემატკივროდპირველი რესპუბლიკის მოედანზე იმყოფებოდა, სადაც საქართველოსა და იტალიის ნაკრებებს შორის მატჩის პირდაპირი ტრანსლაცია გაიმართა.  მატჩის ტრანსლაციას უამრავი გულშემატკივარი დაესწრო. 

თბილისის მერმა მატჩის დაწყებამდე ქართველ „ბორჯღალოსნებს“ წარმატებები უსურვა.  

„წარმატებას ვუსურვებ ჩვენს გუნდს, რასაც ყველა ველოდებით. ძალიან რთული შეხვედრა იქნება, იტალია ძალიან ძლიერი გუნდია. ჩვენ ვამაყობთ მათი გამარჯვებებით. მთელი თბილისის ახალგაზრდობა აქ არის. ვინც ვერ ახერხებს აქ მოსვლას, ისინი სახლიდან უყურებენ. ყველა ვგულშემატკივრობთ ჩვენს ბიჭებს“, - განაცხადა თბილისის მერმა.

მატჩის პირდაპირი ტრანსლაცია დიდ ეკრანზე, პირველი რესპუბლიკის მოედანზე, თბილისის მერიამ უზრუნველყო. 

ფლორენციაში, „არტემიო ფრანკის“ სახელობის სტადიონზე, სადაც „ბორჯღალოსნები“ იტალიის ნაკრებს შეხვდნენ, პირველი რესპუბლიკის მოედნიდან ეროვნული ჰიმნი აჟღერდა. რესპუბლიკის მოედანზე ეროვნული ჰიმნი ანსამბლ „შვიდკაცასთან“ და „ჰერიოსთან“ ერთად გულშემატკივრებმა შეასრულეს.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპი: ერაყში მეტი ჯარისკაცი არ გვჭირდება
ზელენსკი: თუ პუტინი უკრაინაში წარმატებას მიაღწევს, ახალი ქვეყნების დაპყრობას შეეცდება
ტრამპი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების კანონპროექტს შესაძლოა ირანი და ჰეზბოლა დაემატოს
რუსეთმა განაცხადა, რომ საქართველო სატვირთო მანქანების გავლას ზემო ლარსის საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე ბლოკავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics