2018-11-10 14:01:24, 1933 ნახვა
სამართალი
შსს-მ სამეგრელოში დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო
შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1982 წელს დაბადებული გ.ფ., განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, ხელვაჩაურის რაიონის სოფელ სარფში დააკავეს.
როგორც „ექსპრესნიუსს“ უწყებიდან აცნობეს, ჩადენილი დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
„სამართალდამცველებმა ბრალდებულისგან ნარკოტიკული საშუალება "სუბოქსინის" 19 აბი ამოიღეს, რომელზეც დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები.
გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს“, - აღნიშნულია განცხადებაში.
ავტორი: ,