12:54 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-09 18:15:32, 3262 ნახვა

ეკონომიკა
გოცირიძე 10 მილიონი დოლარის შესყიდვაზე: სებ-მა ლარის დასუსტებაზე იმუშავა

ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე რომან გოცირიძე, ეროვნული ბანკის მიერ 10 მილიონი დოლარის შესყიდვას ეხმაურება.

როგორც გოცირიძე Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს, სებ-ი იძულებულია ამ ფორმით რეზერვები შეავსოს. 

"დღეს ეროვნულმა ბანკმა საოცარი ნაბიჯი გადადგა: გაუფასურებული ლარის პირობებში აუქციონზე 10 მილიონი დოლარი იყიდა, ანუ მიმოქცევაში 27 მილიონი ლარი გაუშვა, ანუ ლარის დასუსტებაზე იმუშავა. აბსურდია ხომ? კი, მაგრამ ამას აქვს თავისი საფუძველი: უცხოური ვალუტის რეზერვებში კლებაა ( საგარეო ვალების მომსახურების გამო), ხოლო სავალუტო ფონდთან არის შეთანხმება წლის ბოლომდე რეზერვების განსაზღვრულ ოდენობამდე შენარჩუნების. ამიტომ, ეროვნული ბანკი იძულებულია ამ მძიმე დროს ამ ფორმით შეავსოს რეზერვები. ლარი რეზერვებთან დაკავშირებული შეთანხმების მძევალი გახდა. რეზერვები კი ხუთი წლის წინანდელ დონემდე იმიტომაა გაყინული, რომ ქვეყნის ეკონომიკა ვერ ახდენს მის გენერირებას. ამ წუთას ამის მიზეზი ბიუჯეტის ხარჯებში არსებული ჩამორჩენაცაა. დაიგვინა ინფრასტუქტურისათვის განკუთვნილმა რამდენიმე ასეულმა მილიონმა დოლარმა, რომლის ნაწილი რეზერვებშიც აისახებოდა. აი, ერთი მაგალითი, თუ რა გავლენა აქვს ეკონომიკას და ბიუჯეტს ლარზე", - წერს რომან გოცირიძე. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პენიტენციურის უფროსი: პროცესი, რაც მიმდინარეობს, უკვე აბსურდის თეატრს ემსგავსება
მედვედევი: NATO-მ ტარანად გამოიყენა საქართველო, უკრაინა, იგივე ხდება მოლდოვაში, სომხეთში
Reuters: უკრაინის თავდასხმის შედეგად, მოსკოვის ნავთობქარხანა წელს ვეღარ იმუშავებს
Rádio Caracol: ვენესუელაში მიწისძვრამ უზარმაზარი ზიანი მიაყენა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics