00:19 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-08 15:36:30, 977 ნახვა

საზოგადოება
გლდანის რაიონში სამ მისამართზე გრუნტის დამჭერიკედლები ეწყობა

გლდანისრაიონში მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით, სამ მისამართზე გრუნტის დამჭერი კედლები ეწყობა. 

შესაბამისი ინფრასტრუქტურული სამუშაოები სკოლის ქ. N12-ის მიმდებარედ, კობერიძის ქუჩიდან გლდანულის ქუჩისკენ ჩასასვლელ კიბესთან და მუხიანის მეოთხე ბ მიკრორაიონის N32 კორპუსის მიმდებარედ ხორციელდება. 

პროექტის ფარგლებში, სკოლის ქუჩაზე ხუთი მეტრი სიმაღლისა და 49 მეტრი სიგრძის კედელი მოეწყობა. მუხიანის მეოთხე ბ მიკრორაიონში 3,2 მეტრი სიმაღლისა და 26 მეტრი სიგრძის რკინა-ბეტონის კედელი აშენდება, ხოლო კობერიძის ქუჩიდან გლდანულის ქუჩისკენ ჩასასვლელი კიბის მიმდებარედ, 4,5 გრძივი მეტრი სიმაღლისა და 33 მეტრი სიგრძის კედელი მოეწყობა. არსებული კედლის ნაწილი კი, რკინა-ბეტონის საყრდენებით  გამაგრდება.  

აღნიშნული სამუშაოებისთვის გლდანის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 187 275 ლარია გამოყოფილი. 

სამუშაოებს, რომელიც დეკემბრის ბოლოს დასრულდება, ტენდერში გამარჯვებული კომპანია ახორციელებს. 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპი: ერაყში მეტი ჯარისკაცი არ გვჭირდება
ზელენსკი: თუ პუტინი უკრაინაში წარმატებას მიაღწევს, ახალი ქვეყნების დაპყრობას შეეცდება
ტრამპი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების კანონპროექტს შესაძლოა ირანი და ჰეზბოლა დაემატოს
რუსეთმა განაცხადა, რომ საქართველო სატვირთო მანქანების გავლას ზემო ლარსის საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე ბლოკავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics