|
2018-11-08 13:15:00, 2017 ნახვა
კომენტარი
ელიზაბეთ რუდი: აშშ გმობს რუსეთის ფედერაციის ქმედებებს ადმინისტრაციულ საზღვართან
საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ელიზაბეთ რუდი, სოფელ ატოცთან საოკუპაციო ძალების წარმომადგენლების მიერ ახალი ღობის აღმართვას ეხმაურება. როგორც რუდმა აღნიშნა, აშშ ე.წ. საზღვართან რუსეთის ქმედებებს გმობს. „ამერიკის შეერთებული შტატები ყოველთვის გმობდა და გმობს რუსეთის ფედერაციის ქმედებებს ადმინისტრაციულ საზღვართან, სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთთან. აშშ ყოველთვის მოუწოდებდა და მოუწოდებს რუსეთს, 2008 წლის შეთანხმების პირობები შეასრულოს, აგრეთვე გაიყვანოს ჯარები ომამდე არსებულ პოზიციაზე, წაიღოს უკან აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარება და ამ რეგიონებს ჰუმანიტარული ხელმისაწვდომობის ნება დართოს“,- განაცხადა ელიზაბეთ რუდმა. ცნობისთვის, სოფელ ატოცის მიმდებარე ტერიტორიაზე უკანონო ბორდერიზაციის პროცესის განახლებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ადასტურებს. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით განცხადება საგარეო საქმეთა სამინისტრომაც გაავრცელა. საგარეო უწყება რუსეთს მოუწოდებს, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მიმართული უკანონო ქმედებები შეწყვიტოს.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)