|
2015-01-21 11:13:30, 946 ნახვა
საზოგადოება
ნარმანია: მიწისქვეშა გადასასვლელების მოწესრიგებაზე მილიონ ლარზე მეტი გვაქვს გათვალისწინებული
„მერიას მიწისქვეშა გადასასვლელების მოწესრიგებაზე ბიუჯეტით მილიონ ლარზე მეტი აქვს გათვალისწინებული“, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, მიწისქვეშა გადასასვლელების მოწესრიგება შპს „უძრავი ქონება თბილის“-ს დაევალება, რომელიც თბილისის მერიის მიერ შექმნილი უწყებაა. „როგორც გაირკვა, წინა ხელისუფლების პირობებში მიწისქვეშა გადასასვლელები სამ მთავარ უწყებას შორის იყო განაწილებული. აქედან გამომდინარე, არ იყო სწორი კოორდინაცია და პასუხისმგებლობები შესაბამისად არ იყო გადანაწილებული, ამიტომ ჩემი დავალებით, მიწისქვეშა გადასასვლელები ერთი უწყების ქვეშ მოექცევა. ეს იქნება შპს „უძრავი ქონება თბილისი“, რომელიც 100% თბილისის მერიის მიერ შექმნილი უწყებაა და მას დაექვემდებარება მიწისქვეშა გადასასვლელები. რაც შეეხება ბიუჯეტს, მიწისქვეშა გადასასვლელების მოწესრიგებაზე ბიუჯეტით 1 მილიონ ლარზე მეტი გვაქვს გათვალისწინებული“, - განაცხადა დავით ნარმანიამ. ნარმანიას განმარტებით, შპს „უძრავი ქონება თბილისის“ მოვალეობაა, მოაწესრიგოს მიწისქვეშა განათებასთან დაკავშირებული საკითხები და ასევე იქ არსებული ფართები, სამომავლოდ კომერციული მიზნების განსახორციელებლად აითვისოს. „შპს „უძრავი ქონება თბილისი“-ს პრიორიტეტი უნდა იყოს მიწისქვეშა გადასასვლელების მოწესრიგება, მიწისქვეშა განათებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება, ასევე მნიშვნელოვანია, იქ არსებული ფართების ათვისება და გაქირავება, შემდგომ კი იქედან შემოსავლების მიღება. ჩვენი საბოლოო მიზანია, მიწისქვეშა გადასასვლელი მოსახლეობისთვის გამოყენებადი და საჭირო გავხადოთ“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.
ევროპარლამენტი ევროკავშირში VPN-ების შეზღუდვას განიხილავს
შერის 49 წლის შვილი დედას სასამართლოში უჩივის ფინანსური დახმარების გაუქმების გამო
Forbes-ის მონაცემებით, დონალდ ტრამპის ქონება პრეზიდენტობის ერთ წელიწადში, 1.4 მილიარდი დოლარით გაიზარდა
მოსაყდრე შიო - ღირსეულად და წარმატებით უნდა ჩავატაროთ ის დიდი მოვლენა, რაც ხვალ გველის ყველას
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)